"რუსეთი თვეების განმავლობაში ცდილობდა მოლდოვის დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის და საარჩევნო პროცესებისთვის ძირი გამოეთხარა, მაგრამ ამას ვერ მიაღწია"
ჯო ბაიდენი მაია სანდუს მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში ისტორიულ გამარჯვებას ულოცავს. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებას თეთრი სახლი ავრცელებს.
„მაია სანდუს მოლდოვის პრეზიდენტად ისტორიულ ხელახლა არჩევას ვულოცავ. კვირას, მოლდოველი ხალხი არჩევნებზე მივიდა და ხმა მისცა პრეზიდენტ სანდუს უსაფრთხო, წარმატებული და დემოკრატიული მოლდოვის ხედვას“, - აცხადებს ჯო ბაიდენი.
აშშ-ის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ თვეების განმავლობაში რუსეთი ცდილობდა მოლდოვის დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის და საარჩევნო პროცესებისთვის ძირი გამოეთხარა, მაგრამ ამას ვერ მიაღწია.
„მოლდოველმა ხალხმა მაია სანდუ პრეზიდენტად ხელახლა ევროკავშირში გაწევრიანების მხარდასაჭერად ჩატარებული საკონსტიტუციო რეფერენდუმიდან ორი კვირის შემდეგ აირჩია.
თვეების განმავლობაში რუსეთი ცდილობდა მოლდოვის დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის და საარჩევნო პროცესებისთვის ძირი გამოეთხარა, მაგრამ რუსეთმა ამას ვერ მიაღწია. მოლდოველმა ხალხმა გამოიყენა თავისი დემოკრატიული უფლება, საკუთარი მომავალი აერჩია და მათ აირჩიეს გზა, რომელიც ევროპასა და მთელს მსოფლიოში დემოკრატიებს შეესაბამება“, - აღნიშნავს ჯო ბაიდენი.
სიახლეები
- "სრულდება ეკლესიის რეიდერული მიტაცების მაფიოზური ოპერაცია" - მიხეილ სააკაშვილი
- “უწმინდესმა დალოცა საქართველო, დაგვლოცა ყველა, დაიძინა და... დადგა მომენტი, როცა მივხვდით, ღმერთთან აღარ უნდა გვებრძოლა” - ლაშა ჟვანია
- 28 მარტს ქუთაისში საგაზაფხულო აგრობაზარი გაიმართება
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს