"მმართველმა პარტიამ არჩევნები იყიდა" - ოლექსი გონჩარენკო
დაისვა კითხვა პრესკონფერენციაზე, მოიპარეს თუ არა არჩევნები და ჩემი პირადი პასუხია - ის იყიდეს. ეს არის ჩემი პირადი პასუხი, რადგან ჩემი თვალით დავინახე ის, რაც დავინახე, განსაკუთრებით სოფლად , - ამის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატმა ოლექსი გონჩარენკომ თბილისში ჟურნალისტებს განუცხადა.
„არ ვფიქრობ, რომ შეგვიძლია ამას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ვუწოდოთ. ეს ჩემი პირადი პოზიციაა, მაგრამ ახლა ბევრმა ჩემმა კოლეგამ განაცხადა იგივე. როცა ვხედავთ საარჩევნო უბნებიდან შედეგებს, რომ მმართველ „ქართულ ოცნებას“ 94 პროცენტი აქვს, მხოლოდ ერთი კითხვა მაქვს: რატომ 194 პროცენტი არა? ეს არის ძალიან, ძალიან უცნაური რამ, ეს სსრკ-ში დაბრუნებას ჰგავს და არა დემოკრატიული ქვეყნის შედეგს“, - აღნიშნა გონჩარენკომ.
მისი თქმით, მმართველმა პარტიამ არჩევნების შედეგები იყიდა.
„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა გარკვევით განაცხადა, რომ ვნახეთ ამომრჩევლების დაშინება, ძალიან უხეში საარჩევნო კლიმატი, განსაკუთრებით სოფლების ტერიტორიაზე, სადაც ამომრჩევლებისთვის რთული იყო თავისუფლად გამოეხატათ თავიანთი აზრი. ასე რომ, ეს ყველაფერი ძალიან შემაშფოთებელია. დაისვა კითხვა, მოიპარეს თუ არა არჩევნები და ჩემი პირადი პასუხია - ის იყიდეს. ეს არის ჩემი პირადი პასუხი, რადგან ჩემი თვალით დავინახე ის, რაც დავინახე. შედეგები სოფლად მმართველმა პარტიამ იყიდა. თუ გადახედავთ შედეგებს ოლქებში სოფლების ტერიტორიაზე 70-დან 80-90 პროცენტამდე. ჩვენ აბსოლუტურად არ გვჯერა ამის“, - აღნიშნა გონჩარენკომ.
სიახლეები
- 2026 წლის მთავარი სიმბოლო ცეცხლოვანი ცხენია - როგორ მოვიპოვოთ მისი კეთილგანწყობა?
- "ჩატარებული გამოძიებით უტყუარად დადასტურდა, რომ „კამიტეს“ გამოყენებას ფიზიკურად ვერ ექნებოდა ადგილი, რადგან მისი შესყიდვა შსს-ს არასოდეს განუხორციელებია"
- "ზრდასრული ადამიანი უნდა ხვდებოდეს, ესა თუ ის წესი ან კანონი რისთვის არის, მაგრამ ამისთვის საჭიროა გონებრივი განვითარება" - მეუფე შიო
- მერაბ დვალიშვილი მეოთხე სატიტულო დაცვაში დამარცხდა და UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაკარგა
- 6 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი