ბეირუთზე ისრაელის ავიაიერიშს 18 ადამიანი ემსხვერპლა
ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ისრაელის მიერ ბეირუთზე განხორციელებულ თავდასხმას 18 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო დაშავებულია, სულ მცირე, 92 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ლიბანის უსაფრთხოების წყაროს ცნობით, ისრაელის სამიზნე „ჰეზბოლას“ მინიმუმ ერთი მაღალი რანგის წარმომადგენელი იყო.
გამოცემის ცნობით, სულ მცირე ერთი დარტყმა განხორციელდა ბეირუთის ცენტრში, მჭიდროდ დასახლებულ საცხოვრებელ უბანში მდებარე ბენზინგასამართ სადგურთან ახლოს.
როგორც Reuters-ი აღნიშნავს, ისრაელის სამიზნის ვინაობა უცნობია, თუმცა ებრაული და არაბული მედია იუწყება, რომ ისრაელის თავდაცვის ძალების ავიაიერიშის სამიზნე „ჰეზბოლას“ სამეკავშირეო და საკოორდინაციო განყოფილების უფროსი ვაფიქ საფა იყო.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე