,,უკრაინა ბრძოლის ველზე გამარჯვებას ვერ შეძლებს"- ვიქტორ ორბანი
უკრაინა ბრძოლის ველზე რუსეთთან ომს ვერ მოიგებს, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა სტრასბურგში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად დიალოგი და ცეცხლის შეწყვეტაა საჭირო.
„უნგრეთის მიზანია, რაც შეიძლება მალე მივაღწიოთ ცეცხლის შეწყვეტას, რადგან დარწმუნებული ვართ, რომ ამ ომის მოგება ბრძოლის ველზე შეუძლებელია. უბრალოდ, შეუძლებელია. ეს ჩვენი აზრია. ამიტომ, ბრძოლის ველზე თუ ვერ იმარჯვებთ, უნდა აწარმოოთ მოლაპარაკებები, უნდა შეწყვიტოთ ცეცხლი და გადაარჩინოთ ადამიანების სიცოცხლე. ეს არის ის, რაც გვსურს. გვინდა ცეცხლის შეწყვეტა რაც შეიძლება მალე, რადგან პირადად მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ბრძოლის ველზე გამოსავალი არ არსებობს“, – დასძინა ორბანმა.
სიახლეები
- იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს
- მებაჟე ოფიცრებმა ქუთაისის აეროპორტში არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
- მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის ჯარიმებთან დაკავშირებით
- სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე 2 პირი დააკავა
- ,,თუ უკრაინა პუტინს არ შეაჩერებს, ის ევროპაში შეიჭრება"- ვოლოდიმერ ზელენსკი