აშშ-ში ქარიშხლის შედეგად, სავარაუდოდ, ასეულობით ადამიანია დაღუპული
ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა არ გამორიცხავს, რომ ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში დამანგრეველი ქარიშხლის და წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 600-ს გადააჭარბებს.
ჯერჯერობით დადასტურებულია, სულ მცირე, 130 ადამიანის სიკვდილი. მათი უმრავლესობა ჩრდილოეთ და სამხრეთ კაროლინის შტატებში ცხოვრობდა. ქარიშხალმა „ჰელენმა“ და წყალდიდობამ ყველაზე დიდი ნგრევა სწორედ ამ შტატებში გამოიწვია.
მექსიკის ყურეში წარმოქმნილი ქარიშხალი 26 სექტემბრიდან ჯერ თავს დაატყდა ფლორიდას და შემდეგ ჯორჯიის, სამხრეთ და ჩრდილოეთ კაროლინის, ტენესის და ვირჯინიის შტატებს.
პირველ ეტაპზე ქარის სიჩქარე 225 კმ/სთ-ს აღწევდა. აშშ-ის ხელისუფლებამ „ჰელენს“ მეოთხე, უკიდურესად სახიფათო ქარიშხლის კატეგორია მიანიჭა.
მიუხედავად იმისა, რომ ფლორიდის შემდეგ ქარიშხალმა ძალა შედარებით დაკარგა, სახლების, გზების და სხვა ინფრასტრუქტურის მასშტაბური ნგრევა გამოიწვია სხვა შტატებშიც. წინასწარი შეფასებით, ზარალი შესაძლოა, 100 მილიარდ დოლარს აჭარბებდეს.
სიახლეები
- ,,2025 წელი შეზღუდული თავისუფლების წელია"– საია
- ვის ჩამოეწერება ჯარიმები – მთავრობის გადაწყვეტილება
- ,,ტრამპი დასავლეთში ერთადერთია, ვისაც უკრაინის კრიზისის ძირეული მიზეზები ესმის"- სერგეი ლავროვი
- ,,უკრაინაში აშშ-ის მიერ კონტროლირებადი არჩევნები მარიონეტული სპექტაკლი იქნება"- მარია ზახაროვა
- საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 697 ათასი ადამიანია