" უკრაინა მოიგებს ამ ომს " - ჯო ბაიდენი
უკრაინა მოიგებს ამ ომს და შეერთებული შტატები გააგრძელებს მათ გვერდით დგომას ამ გზის ყოველ ნაბიჯზე, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, სადაც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრის ამსახველ ვიდეოს აქვეყნებს.
საპასუხოდ, ზელენსკი მადლობას უხდის ბაიდენს, ისევე როგორც ორივე პარტიას კონგრესში და ყველა ამერიკელს უკრაინისა და თავისუფლების მხარდაჭერაში ლიდერობისთვის და აცხადებს, რომ „რამშტაინის“ შემდეგი შეხვედრისთვის მზადება მიმდინარეობს.
„უკვე ვემზადებით „რამშტაინის“ ფორმატში უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის მოახლოებული შეხვედრისთვის. ერთად უნდა მოვიგოთ ეს ომი, უკრაინამ, შეერთებულმა შტატებმა და მთელმა თავისუფალმა სამყარომ და მოვიგებთ მას“, - აცხადებს ზელენსკი.
სიახლეები
- მებაჟე ოფიცრებმა ქუთაისის აეროპორტში არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
- მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის ჯარიმებთან დაკავშირებით
- სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე 2 პირი დააკავა
- ,,თუ უკრაინა პუტინს არ შეაჩერებს, ის ევროპაში შეიჭრება"- ვოლოდიმერ ზელენსკი
- 5 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი