ქარიშხალი ,,ჰელენის” შედეგად აშშ-ში დაღუპულთა რაოდენობა 105-მდე გაიზარდა
ამერიკის შეერთებულ შტატებში ქარიშხალი „ჰელენის“ გამო დაღუპულთა რაოდენობა, სულ მცირე, 105 ადამიანამდე გაიზარდა.
BBC-ს ინფორმაციით, შტორმი ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთს დაატყდა თავს და მოსალოდნელია, რომ გარდაცვლილთა რაოდენობა კიდევ გაიზრდება, რადგან დიდია უგზო-უკვლოდ დაკარგულთა რიცხვი.
„ჰელენი“ ფლორიდის ისტორიაში ყველაზე ძლიერი ქარიშხალია. შემდეგ მან ჯორჯიას, ჩრდილოეთ და სამხრეთ კაროლინას და ტენესის შტატებს გადაუარა. დაღუპულთა უმეტესობა კაროლინაში დაფიქსირდა, სადაც „ჰელენი“ ტროპიკულ შტორმში გადაიზარდა“, – განაცხადა ჩრდილოეთ კაროლინას გუბერნატორმა როი კუპერმა.
გადარჩენილთა ძებნა გრძელდება და ექვს შტატში, მათ შორის ფლორიდასა და ჯორჯიაში, ფედერალური საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. მიუხედავად იმისა, რომ „ჰელენი“ საგრძნობლად შესუსტდა, სინოპტიკოსები აცხადებენ, რომ ძლიერი ქარი, წყალდიდობა და ტორნადოების საფრთხე შეიძლება გაგრძელდეს.
სიახლეები
- ,,2025 წელი შეზღუდული თავისუფლების წელია"– საია
- ვის ჩამოეწერება ჯარიმები – მთავრობის გადაწყვეტილება
- ,,ტრამპი დასავლეთში ერთადერთია, ვისაც უკრაინის კრიზისის ძირეული მიზეზები ესმის"- სერგეი ლავროვი
- ,,უკრაინაში აშშ-ის მიერ კონტროლირებადი არჩევნები მარიონეტული სპექტაკლი იქნება"- მარია ზახაროვა
- საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 697 ათასი ადამიანია