ქარიშხალ „ჰელენს“ სამი ადამიანი ემსხვერპლა აშშ-ში
აშშ-ის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მძვინვარე ქარიშხალ „ჰელენს“ სამი ადამიანი ემსხვერპლა,- ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ფლორიდის გუბერნატორ რონ დესანტისის თქმით, ერთი ადამიანი დაიღუპა იმ მიზეზით, რომ მის მანქანას საგზაო ნიშანი დაეცა. კიდევ ორი ადამიანი ჯორჯიის შტატში ტორნადოს ემსხვერპლა, რომელიც ქარიშხალმა განაპირობა.
1,5 მილიონზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი ფლორიდაში, ჯორჯიასა და კაროლინაში.
აშშ-ის ოფიციალური პირები არ გამორიცხავენ, რომ მსხვერპლის რაოდენობა, შესაძლოა, გაიზარდოს. ქარიშხალი ამერიკის სანაპიროს წუხელ მიუახლოვდა. მას მეოთხე კატეგორიის ინტენსივობა მიენიჭა.
სიახლეები
- მებაჟე ოფიცრებმა ქუთაისის აეროპორტში არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
- მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის ჯარიმებთან დაკავშირებით
- სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე 2 პირი დააკავა
- ,,თუ უკრაინა პუტინს არ შეაჩერებს, ის ევროპაში შეიჭრება"- ვოლოდიმერ ზელენსკი
- 5 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი