,,უფრო ახლოს ვართ ომის დასრულებასთან ვიდრე ვფიქრობთ" - ვოლოდიმერ ზელენსკი
უფრო ახლოს ვართ მშვიდობასთან, უფრო ახლოს ვართ ომის დასრულებასთან, ვიდრე ვფიქრობთ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, „გამარჯვების გეგმა“ უკრაინის გაძლიერებაა.
„ამიტომ ვთხოვთ ჩვენს მეგობრებს, ჩვენს მოკავშირეებს, გაგვაძლიერონ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს კურსკის ოპერაციის ეშინია.
„ძალიან ეშინია. რატომ? იმიტომ, რომ მისმა ხალხმა დაინახა, რომ მას არ შეუძლია დაიცვას - მას არ შეუძლია დაიცვას მთელი თავისი ტერიტორია," - განაცხადა ზელენსკიმ და დასძინა, რომ უკრაინას მხოლოდ ძლიერი პოზიციიდან შეუძლია აიძულოს პუტინი, ომი შეაჩეროს.
სიახლეები
- ,,2025 წელი შეზღუდული თავისუფლების წელია"– საია
- ვის ჩამოეწერება ჯარიმები – მთავრობის გადაწყვეტილება
- ,,ტრამპი დასავლეთში ერთადერთია, ვისაც უკრაინის კრიზისის ძირეული მიზეზები ესმის"- სერგეი ლავროვი
- ,,უკრაინაში აშშ-ის მიერ კონტროლირებადი არჩევნები მარიონეტული სპექტაკლი იქნება"- მარია ზახაროვა
- საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 697 ათასი ადამიანია