,,ვფიქრობ, აშშ-ის საუკეთესო ინტერესშია, რომ ეს ომი დასრულდეს"- დონალდ ტრამპი
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტისა და „რესპუბლიკელების“ საპრეზიდეტო კანდიდატის, დონალდ ტრამპის მტკიცებით, მას პრეზიდენტად ხელახლა არჩევის შემთხვევაში, რუსეთ-უკრაინის ომის 24 საათში დასრულება შეუძლია.
„დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატთან, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისსთან სატელევიზიო დებატების დროს მოდერატორ დევიდ მიურის კითხვაზე, როგორ დაასრულებს ის ომს და სურს თუ არა, რომ ომი უკრაინამ მოიგოს, ტრამპმა უპასუხა: „მინდა, რომ ომი შეწყდეს, მინდა გადარჩნენ ადამიანები, მილიონობით ადამიანს კლავენ”.
მისი მტკიცებით, კარგი ურთიერთობა აქვს როგორც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან, ასევე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან. ”მე მოვაგვარებ ამას მანამდეც კი, სანამ პრეზიდენტი გავხდები”, - აღნიშნა ტრამპმა.
როდესაც სთხოვეს, განემარტა თავისი პოზიცია იმის თაობაზე, არის თუ არა აშშ-ის საუკეთესო ინტერესებში უკრაინის მიერ ომის მოგება, ტრამპმა უპასუხა:
”ვფიქრობ, აშშ-ის საუკეთესო ინტერესშია, რომ ეს ომი დასრულდეს და უბრალოდ დასრულდეს - შეთანხმებაზე მოლაპარაკება, რადგან ჩვენ უნდა შევაჩეროთ ყველა ამ ადამიანის სიცოცხლის განადგურება.”
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს