,,არასწორია, როდესაც ადამიანს მკვლელობას დააბრალებ, რომელიც ერთი შეხედვით, მკვლელი არ არის"- იაგო ხვიჩია
„ზოგადად, ასეთი ტიპის ბრალდებები არის უპასუხისმგებლო თავისი შინაარსით. იმიტომ, რომ როცა შენ ეუბნები, რომ ამ კაცს შენ გაუხეთქე გული, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ იცი ამ კაცს გულის პრობლემები აწუხებდა თუ არა, შენ იცი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია და პირდაპირ უკავშირებ რაღაც ერთ შემთხვევას, რომლის ასე დაზუსტებით თქმა, ჩემი აზრით, შეუძლებელია.
ვიღაცას რაღაც შემთხვევაზე შეიძლება რაღაც დაემართოს, მაგრამ ამის გამო ადამიანების მკვლელებად გამოცხადება მინიმუმ უპასუხისმგებლობა. როგორც წესი, ეს ხდება პირიქით. ხელისუფლებას ადანაშაულებენ ხოლმე ასეთი ტიპის ზერელე დამოკიდებულებით და ახლა კურსი ხელისუფლებისგან არასწორია. არასწორია ამის გაკეთება, როდესაც საკუთარ განცხადებაზე მეტი პასუხისმგებლობა გეკუთვნის, როდესაც ადამიანს მკვლელობას დააბრალებ რომელიც ერთი შეხედვით, მკვლელი არ არის“, - განაცხადა ხვიჩიამ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გივი მიქანაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა მათი გუნდის წევრს, ერმილე გიგიაძეს წყალტუბოში, „ქართული ოცნების“ ოფისთან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც გიგიაძე, ნერვიულობის ნიადაგზე, ადგილზე გარდაიცვალა.
უმრავლესობის დეპუტატების განცხადებით, აღნიშნული ფაქტი იმ ფაშისტური პოლიტიკისა და საქმიანობის გამოხატულებაა, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ეწეოდა და აგრძელებს.
სიახლეები
- ,,2025 წელი შეზღუდული თავისუფლების წელია"– საია
- ვის ჩამოეწერება ჯარიმები – მთავრობის გადაწყვეტილება
- ,,ტრამპი დასავლეთში ერთადერთია, ვისაც უკრაინის კრიზისის ძირეული მიზეზები ესმის"- სერგეი ლავროვი
- ,,უკრაინაში აშშ-ის მიერ კონტროლირებადი არჩევნები მარიონეტული სპექტაკლი იქნება"- მარია ზახაროვა
- საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 697 ათასი ადამიანია