"ჩვენი ფავორიტი იყო ბაიდენი, ის მოხსნეს საარჩევნო რბოლიდან, თუმცა ყველა მომხრეს ურჩია, მხარი დაუჭირონ ჰარისს, ჩვენც ასე გავაკეთებთ და მხარს დავუჭერთ მას"
ჩვენი ფავორიტი იყო ბაიდენი, ის მოხსნეს საარჩევნო რბოლიდან, თუმცა ყველა მომხრეს ურჩია, მხარი დაუჭირონ ჰარისს, ჩვენც ასე გავაკეთებთ და მხარს დავუჭერთ მას, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
პუტინს აშშ-ის არჩევნებში ფავორიტი კანდიდატის შესახებ დაუსვეს შეკითხვა და ასევე ჰკითხეს, დაურეკავს თუ არა ის გამარჯვებულს მისალოცად.
„ევროპის ზოგიერთ სახელმწიფოსთან და აშშ-ის წარმომადგენლებთან, დიდი ხანია, არ გვქონია სატელეფონო საუბარი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ გვითქვამს უარი ამ კონტაქტებზე. ეს მათ შეზღუდეს, თუმცა გარკვეული ინფორმაციის გაცვლა ხდება სხვადასხვა არხით, უპირველეს ყოვლისა, საგარეო საქმეთა სამინისტროს არხებით. რაც შეეხება ფავორიტებს, ეს ჩვენი განსასაზღვრი არ არის. ეს ამერიკელი ხალხის არჩევანია, მაგრამ უკვე ვთქვი, რომ ჩვენი ფავორიტი იყო მოქმედი პრეზიდენტი ბატონი ბაიდენი, ის მოხსნეს საარჩევნო რბოლიდან, თუმცა ყველა თავის მომხრეს ურჩია, მხარი დაუჭირონ ქალბატონ ჰარისს. ჩვენც ასე გავაკეთებთ – მხარს დავუჭერთ მას. გადამდებად იცინის და ეს მეტყველებს იმაზე, რომ ყველაფერი კარგად აქვს.
ტრამპმა რუსეთის მიმართ იმდენი შეზღუდვა და სანქცია დააწესა, რაც მანამდე არცერთ პრეზიდენტს არ დაუწესებია. ხოლო ქალბატონ ჰარისს ყველაფერი თუ კარგად აქვს, იქნებ თავი შეიკავოს ამგვარი ქმედებებისგან. საბოლოოდ არჩევანი ამერიკელი ხალხის გასაკეთებელია და ჩვენ პატივისცემით მოვეკიდებით ამ არჩევანს“, – განაცხადა პუტინმა.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"