"რუსეთი მიაღწევს თავის მიზნებს ნეონაციზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, ისევე როგორც მივაღწიეთ ტერორიზმთან ბრძოლაში" - პუტინი
რუსეთი მიაღწევს თავის მიზნებს ნეონაციზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, ისევე როგორც მივაღწიეთ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა კურსკის ოლქში შექმნილ სიტუაციაზე საუბრისას ბესლანში განაცხადა.
რუსეთის პრეზიდენტი ბესლანის სკოლაში ტერაქტის მსხვერპლთა ოჯახების წევრებს შეხვდა.
პუტინის თქმით, რუსეთის მტრები განაგრძობენ ქვეყნის დესტაბილიზაციის მცდელობებს.
„რაც შეეხება ჩვენს მტრებს, რომლებიც ვახსენე, ისინი განაგრძობენ ჩვენი ქვეყნის დესტაბილიზაციის მცდელობებს. ეს ცხადია. ისევე როგორც ჩვენ ვებრძოდით ტერორისტებს, დღეს ჩვენ გვიწევს ბრძოლა მათთან, ვინც დანაშაულს ჩადის კურსკის ოლქში, დონბასში, ნოვოროსიაში. თუმცა ისევე როგორც მივაღწიეთ ჩვენს მიზნებს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, ჩვენ მივაღწევთ ამ მიზნებს ნეონაციზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩვენ აუცილებლად დავსჯით დამნაშავეებს, ამაში არანაირი ეჭვი არ შეიძლება იყოს“, – განაცხადა პუტინმა.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"