,,ჯო, გმადლობთ თქვენი ისტორიული ლიდერობისთვის, სამუდამოდ მადლობელი ვართ თქვენი"- კამალა ჰარისი
აშშ-ის „დემოკრატიული პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, კამალა ჰარისმა ჩიკაგოში, პარტიის ეროვნულ ყრილობას დაუგეგმავი სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მადლობა გადაუხადა.
"ჯო, გმადლობთ თქვენი ისტორიული ლიდერობისთვის და გმადლობთ იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანას მთელი ცხოვრების განმავლობაში ემსახურებით. ჩვენ სამუდამოდ მადლობელი ვართ თქვენი", - განაცხადა ჰარისმა.
ჰარისმა, ასევე მოუწოდა თანაპარტიელებს, ერთად იბრძოლონ იმ იდეალებისთვის, რომლებიც მათთვის ძვირფასია.
ჰარისი კანდიდატურის ოფიციალურად მიღებასთან დაკავშირებით სიტყვით 22 აგვისტოს გამოვა.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე