"რუსეთი მზადაა, ხელი შეუწყოს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას" - პუტინი
ვლადიმერ პუტინმა დაადასტურა რუსეთის მზადყოფნა, ხელი შეუწყოს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას. ამის შესახებ განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ბაქოში, აზერბაიჯანის პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის დასასრულს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
როგორც პუტინმა განაცხადა, ვიზიტის ფარგლებში გამართულ მოლაპარაკებებზე ყურადღება გამახვილდა როგორც ეკონომიკურ, ისე რეგიონის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
პუტინის თქმით, რუსეთი მზადაა, ხელი შეუწყოს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას. მან აღნიშნა, რომ რუსეთი მხარს დაუჭერს სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებას 2020- 2022 წლების შეთანხმებების საფუძველზე.
„ჩვენ განვიხილეთ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ამჟამინდელი მდგომარეობა. ხაზს ვუსვამ, რომ რუსეთი კვლავაც ყოველმხრივ შეუწყობს ხელს აზერბაიჯანულ-სომხური ურთიერთობების ნორმალიზებას, სამშვიდობო ხელშეკრულების დადებას რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების, ასევე სომხეთის პრემიერ-მინისტრის მიერ 2020-2022 წლებში მიღწეული ცნობილი სამმხრივი შეთანხმებების საფუძველზე“, – განაცხადა პუტინმა.
პუტინის თქმით, ალიევთან მოლაპარაკებების დროს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო „ჩრდილოეთ-სამხრეთის“ სატრანსპორტო დერეფნის განვითარების თემას. პუტინმა ხაზი გაუსვა ამ პროექტის მნიშვნელობას, რომელიც საშუალებას მისცემს ორივე ქვეყანას, გავიდეს ინდოეთის ოკეანის სანაპიროებზე და გამოიყენოს ახალი სავაჭრო მარშრუტები.
„განსაკუთრებით აღვნიშნავ ჩვენს ერთობლივ გეგმებს „ჩრდილოეთ-სამხრეთის“ პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით, ეს საშუალებას მოგვცემს, გავიდეთ ინდოეთის ოკეანის სანაპიროებზე და გამოვიყენოთ ეს მარშრუტები ორმხრივი სარგებლობისთვის, ორმხრივი ინტერესებისთვის“, – განაცხადა პუტინმა.
პუტინმა პრესკონფერენციაზე გამოხატა კმაყოფილება ბაქოში ვიზიტისას მიღწეული შეთანხმებებით. მან განაცხადა, რომ ეს ვიზიტი და მიღწეული შედეგები ხელს შეუწყობს რუსულ-აზერბაიჯანული სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ გაძლიერებას.
სიახლეები
- "სრულდება ეკლესიის რეიდერული მიტაცების მაფიოზური ოპერაცია" - მიხეილ სააკაშვილი
- “უწმინდესმა დალოცა საქართველო, დაგვლოცა ყველა, დაიძინა და... დადგა მომენტი, როცა მივხვდით, ღმერთთან აღარ უნდა გვებრძოლა” - ლაშა ჟვანია
- 28 მარტს ქუთაისში საგაზაფხულო აგრობაზარი გაიმართება
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს