რუსეთში, ბელგოროდის ოლქში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს
,,რუსეთში, ბელგოროდის ოლქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, ვითარება უკიდურესად დაძაბულია. უკრაინის შეიარაღებული ძალები ყოველდღე ხსნიან ცეცხლს, დანგრეულია სახლები, გვყავს დაჭრილები, დაღუპულია მშვიდობიანი მოქალაქეები“, - აცხადებს ოლქის გუბერნატორმა ვიაჩისლავ გლადკოვი.
გლადკოვი ასევე აღნიშნავს, რომ უახლოეს ხანში აპირებს, მიმართოს რუსეთის ხელისუფლებას, რათა ბელგოროდში, კურსკის მსგავსად, ფედერალური მასშტაბის საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდეს.
ცნობისთვის, რუსეთის კანონმდებლობით მსგავსი რეჟიმის გამოცხადება მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც დაზარალებული მოქალაქეების რიცხვი 500-ს აღემატება, ხოლო მატერიალური ზიანის ოდენობა 500 მილიონ რუბლს აღწევს.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე