რუსეთის ერთ-ერთ სამხედრო ქარხანაში აფეთქებას სამი ადამიანი ემსხვერპლა
სამი ადამიანი დაიღუპა რუსეთში, ქარხანა „ავანგარდში“ მომხდარი აფეთქების შედეგად. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ საგამოძიებო კომიტეტმა გაავრცელა.
ქარხანა, რომლის მფლობელი რუსეთის სახელმწიფო კორპორაცია „როსტეხია“, ბაშკირეთის მხარის ქალაქ სტერლიტამაკში მდებარეობს. პირველი ცნობები აფეთქების შესახებ 5 აგვისტოს, ღამით გავრცელდა.
გამოცემა РБК „როსტეხისგან“ მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ აფეთქება მოხდა ერთ-ერთ საამქროში, სადაც მილსადენის დემონტაჟი მიმდინარეობდა. ბრიგადის სამივე წევრი დაიღუპა. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თანახმად, სავარაუდოა, რომ მუშებმა მილის მოჭრისას უსაფრთხოების წესები დაარღვიეს.
გარდაცვალების ფაქტზე, სისხლის სამართლის საქმე საწარმოო უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზეა აღძრული. ინციდენტის მიზეზები დგინდება.
ქარხანა “ავანგარდი“ სახელმწიფო კორპორაცია „როსტეხს“ ეკუთვნის და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებისთვის ნაწილებს აწარმოებს. კომპანია ევროკავშირის, ასევე შვეიცარიისა და უკრაინის სანქციების ქვეშ იმყოფება.
სიახლეები
- იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს
- მებაჟე ოფიცრებმა ქუთაისის აეროპორტში არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
- მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის ჯარიმებთან დაკავშირებით
- სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე 2 პირი დააკავა
- ,,თუ უკრაინა პუტინს არ შეაჩერებს, ის ევროპაში შეიჭრება"- ვოლოდიმერ ზელენსკი