"ქრისტიანებო, გამოდით და ხმა მიეცით, ოთხ წელიწადში ხმის მიცემა აღარ მოგიწევთ" - დონალ ტრამპი
ქრისტიანებო, გამოდით და ხმა მიეცით, ოთხ წელიწადში ხმის მიცემა აღარ მოგიწევთ, ჩვენ ყველაფერს ისე კარგად გამოვასწორებთ, რომ ხმის მიცემა არ მოგიწევთ, - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა და „რესპუბლიკური პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა ფლორიდაში, კონსერვატიული ჯგუფის, Turning Point Action-ის მიერ ორგანიზებულ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ქრისტიანებო, გამოდით და ხმა მიეცით. მხოლოდ ამჯერად. თქვენ ამის გაკეთება აღარ მოგიწევთ. კიდევ ოთხი წელი. იცით რაა? ყველაფერი გამოსწორდება. ყველაფერი კარგად იქნება. თქვენ ხმის მიცემა აღარ მოგიწევთ, ჩემო მშვენიერო ქრისტიანებო. მიყვარხართ ქრისტიანებო! უნდა გამოხვიდეთ და ხმა მისცეთ. ოთხ წელიწადში ხმის მიცემა აღარ მოგიწევთ. ჩვენ ყველაფერს ისე კარგად გამოვასწორებთ, რომ ხმის მიცემა არ მოგიწევთ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
სიტყვით გამოსვლისას დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ 2024 წლის არჩევნები ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნებია და „რესპუბლიკელებმა“ აუცილებლად უნდა გაიმარჯვონ.
სიახლეები
- "სრულდება ეკლესიის რეიდერული მიტაცების მაფიოზური ოპერაცია" - მიხეილ სააკაშვილი
- “უწმინდესმა დალოცა საქართველო, დაგვლოცა ყველა, დაიძინა და... დადგა მომენტი, როცა მივხვდით, ღმერთთან აღარ უნდა გვებრძოლა” - ლაშა ჟვანია
- 28 მარტს ქუთაისში საგაზაფხულო აგრობაზარი გაიმართება
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს