"რუსეთი მოლაპარაკებების პროცესისთვის ღიაა, მაგრამ ჯერ უნდა გავიგოთ, რამდენად არის მზად ამისთვის უკრაინული მხარე"
რუსეთი მოლაპარაკებების პროცესისთვის ღიაა, მაგრამ ჯერ უნდა გავიგოთ, რამდენად არის მზად ამისთვის უკრაინული მხარე, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„რუსეთი მოლაპარაკებების პროცესისთვის ღიაა, მაგრამ ჯერ უნდა გავიგოთ, რამდენად არის მზად ამისთვის უკრაინული მხარე და რამდენად აქვს მას ამის ნებართვა მისი ზედამხედველებისგან. ხედავთ, რომ ძალიან განსხვავებული განცხადებები კეთდება, რომლებიც ჯერ ბოლომდე გასაგები არ არის“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.
პესკოვმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების შესახებ ჯერ ბევრი საკითხია გასარკვევი.
„ზელენსკის ლეგიტიმურობის ზოგადი პრობლემის გარდა, არსებობს პრობლემა რუსულ მხარესთან ნებისმიერი კონტაქტისა და მოლაპარაკებების შესახებ საკანონმდებლო აკრძალვასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასარკვევი და განმარტებები უნდა მოვისმინოთ“, - აღნიშნა პესკოვმა.
სიახლეები
- "სრულდება ეკლესიის რეიდერული მიტაცების მაფიოზური ოპერაცია" - მიხეილ სააკაშვილი
- “უწმინდესმა დალოცა საქართველო, დაგვლოცა ყველა, დაიძინა და... დადგა მომენტი, როცა მივხვდით, ღმერთთან აღარ უნდა გვებრძოლა” - ლაშა ჟვანია
- 28 მარტს ქუთაისში საგაზაფხულო აგრობაზარი გაიმართება
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს