კიევზე რუსეთის თავდასხმების შედეგად მსხვერპლთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა, 72 ადამიანი კი დაშავდა
კიევზე რუსეთის თავდასხმების შედეგად მსხვერპლთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა, 72 ადამიანი კი დაშავდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, დღევანდელი მასიური თავდასხმის დროს რუსებმა გამოიყენეს 38 სხვადასხვა რაკეტა, ახალი ჰიპერბგერითი იარაღი, მათ შორის „კინჟალის“ და „ისკანდერ ემის“ ტიპის ბალისტიკური რაკეტები, ასევე „ცირკონის“, „ხ-101“-ის, „კალიბრის“, „ხ-22“- ის ტიპის რაკეტები.
თავდაცვის ექსპერტები აღნიშნავენ, რომ რუსებმა გამოიყენეს თითქმის ყველა ტიპის რაკეტა, რაც მათ აქვთ.
უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა, ვიქტორ ლიაშკომ განაცხადა, რომ რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად „ოხმატდიტის“ ბავშვთა საავადმყოფოში არ არის სინათლე, ჟანგბადი და წყალი.
ლიაშკომ აღნიშნა, რომ რუსული ტერორისტული თავდასხმის შედეგად დაზიანდა ხუთი შენობა „ოხმატდიტის“ საავადმყოფოში და ერთი შენობა ბავშვთა კარდიოქირურგიის ცენტრში.
სიახლეები
- "სრულდება ეკლესიის რეიდერული მიტაცების მაფიოზური ოპერაცია" - მიხეილ სააკაშვილი
- “უწმინდესმა დალოცა საქართველო, დაგვლოცა ყველა, დაიძინა და... დადგა მომენტი, როცა მივხვდით, ღმერთთან აღარ უნდა გვებრძოლა” - ლაშა ჟვანია
- 28 მარტს ქუთაისში საგაზაფხულო აგრობაზარი გაიმართება
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს