" ნატოში მსჯელობენ ბირთვული იარაღის საბრძოლო მზადყოფნაზე " - სტოლტენბერგი
ნატოში განიხილება ბირთვული იარაღის საბრძოლო მზადყოფნის საკითხი რუსეთიდან და ჩინეთიდან მზარდი საფრთხის გამო. ამის შესახებ ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განუცხადა ბრიტანულ გამოცემა The Telegraph-ს.
სტოლტენბერგის ინფორმაციით, ალიანსში მიმდინარე კონსულტაციების თემაა, რამდენი ბირთვული ქობინა უნდა იყოს საბრძოლო მზადყოფნაში და რამდენი უნდა დარჩეს არსენალში.
გენერალური მდივნის განცხადებით, ბირთვული სტრატეგიის ქვაკუთხედი უნდა იყოს გამჭვირვალობა, რომლითაც ოპონენტებს აჩვენებ, რომ ნატო ბირთვული ალიანსია.
როგორც სტოლტენბერგმა თქვა, ნატოს მიზანია მსოფლიო ბირთვული იარაღის გარეშე, მაგრამ, სანამ ეს იარაღი არსებობს, ალიანსი დარჩება ბირთვულ გაერთიანებად, რადგან მსოფლიო, სადაც რუსეთს, ჩინეთს და ჩრდილოეთ კორეას ბირთვული იარაღი აქვთ, ხოლო ნატოს - არა, გაცილებით საშიშია.
ბოლო ხანს რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ დასავლეთის სახელმწიფოების მიერ უკრაინისთვის დასავლური იარაღით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმის უფლების მინიჭება მოსკოვს აიძულებს გადახედოს თავის ბირთვულ დოქტრინას.
2022 წლის 24 თებერვლიდან, უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, რუსეთის ოფიციალური პირები არაერთხელ დაიმუქრნენ ბირთვული იარაღის გამოყენებით.
სიახლეები
- ,,არანაირი მტკიცებულება არაა, უბრალოდ, ჩაყრილია სხვადასხვა საჯარო გამოსვლა, 20-მდე პოლიციელის ტყუილი ჩვენებები"- ზურაბ ჯაფარიძე
- ,,ელენე ხოშტარიას საკუთარ შვილებზე რომ ეფიქრა, ქვეყანას რევოლუციას არ მოუწყობდა"- ნინო წილოსანი
- ,,ელენე ხოშტარია არანაირი პოლიტიკური ოპონენტი არ არის, ჩვეულებრივი ხულიგანია"- გურამ მაჭარაშვილი
- უნგრეთი უკრაინისთვის გაზის მიწოდებას წყვეტს
- ,,ფარისევლობა არის ის, რომ ვითომ ილია მეორე უყვარდათ და ახლა კი მის არჩევანს ასეთ ბინძურ კამპანიაში ხვევენ"- ნინო წილოსანი