"რუსეთის ტერიტორიაზე, ისტორიაში პირველად, „სუ-57“ განადგურდა" - უკრაინის დაზვერვა
რუსეთის ფედერაციის ასტრახანის ოლქში, ახტუბინსკის აეროდრომის ტერიტორიაზე, რომელიც ფრონტის ხაზიდან 589 კილომეტრში მდებარეობს, რუსეთის მრავალფუნქციური მოიერიშე თვითმფრინავი „სუ-57“ განადგურდა, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო აეროდრომზე მდგომი თვითმფრინავის სატელიტურ სურათებზე დაყრდნობით იუწყება.
დაზვერვის ინფორმაციით, ფოტოებზე ჩანს, თუ როგორ იდგა „სუ-57“ აეროდრომზე 7 ივნისს დაუზიანებელი, 8 ივნისს კი მის მახლობლად აფეთქების კრატერები და ხანძრის დამახასიათებელი ლაქები გაჩნდა.
„სუ-57-ის განადგურება პირველი ასეთი შემთხვევაა ისტორიაში“, - აღნიშნულია უკრაინის დაზვერვის ინფორმაციაში.
„სუ-57“-ი მოსკოვის ყველაზე თანამედროვე გამანადგურებელია, რომელსაც შეუძლია დარტყმისთვის Х-59 და Х-69 რაკეტები გამოიყენოს.
სიახლეები
- "სრულდება ეკლესიის რეიდერული მიტაცების მაფიოზური ოპერაცია" - მიხეილ სააკაშვილი
- “უწმინდესმა დალოცა საქართველო, დაგვლოცა ყველა, დაიძინა და... დადგა მომენტი, როცა მივხვდით, ღმერთთან აღარ უნდა გვებრძოლა” - ლაშა ჟვანია
- 28 მარტს ქუთაისში საგაზაფხულო აგრობაზარი გაიმართება
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს