"ჩვენ საქართველოს არ ვკარნახობთ რა კანონები უნდა მიიღოს - საქართველოს საკუთარი გადაწყვეტილებების მიღება შეუძლია, როგორ სურს გაგრძელება, ჩვენ კი ჩვენი გადაწყვეტილებების მიღება შეგვიძლია, როგორ გვსურს გაგრძელება - " მეთიუ მილერი
ჩვენ საქართველოს არანაირად არ ვკარნახობთ რა კანონები უნდა მიიღოს - საქართველოს საკუთარი გადაწყვეტილებების მიღებს შეუძლია თუ როგორ სურს გაგრძელება, ჩვენ კი ჩვენი გადაწყვეტილებების მიღება შეგვიძლია თუ როგორ გვსურს გაგრძელება. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა ბრიფინგზე განაცხადა.
“ჩვენ საქართველოს არანაირად არ ვკარნახობთ რა კანონები უნდა მიიღოს. რეალურად, თუ შეხედავთ იმას თუ საიდან იყოს ეს კანონი შთაგონებული, ვფიქრობ, ეს სხვა ქვეყნიდან იყო, რომელმაც ამ კანონის საკუთარი ვერსია მიიღო. რუსეთმა მიიღო ამ კანონის თავისი ვერსია და ნათელია, რომ იმ კანონის მოდელი იყო, რომელიც საქართველომ მიიღო.
ასე რომ, ჩვენი ქმედების საფუძველია ის, რომ დავინახეთ საქართველო როგორ არბევს საკუთარ ხალხს, არბევს დემოკრატიულ განსხვავებულ აზრს, და ახორციელებს ქმედებებს, რომლებიც მთლიანად ცვლის გზას, რომელზეც იყო - ევროკავშირისკენ, დასავლეთთან მეტი ინტეგრაციისკენ.
საქართველოს საკუთარი გადაწყვეტილებების მიღება შეუძლია თუ როგორ სურს გაგრძელება, ჩვენ კი ჩვენი გადაწყვეტილებების მიღება შეგვიძლია თუ როგორ გვსურს გაგრძელება. მაგრამ საშუალებას არ მივცემთ შეერთებულ შტატებში შემოსვლის უფლებას ხალხს, გავაგრძელებთ ფინანსური სისტემის გადახედვას, რომელსაც საქართველოს ვაწვდით. ეს ყველაფერი პოტენციურად საფრთხის ქვეშაა თუ საქართველო არ იღებს გადაწყვეტილებებს, რომლებიც შეესაბამება ინტერესებსა და ღირებულებებს, რომლებსაც აქამდე გამოხატავდნენ”, - განაცხადა მილერმა.
სიახლეები
- ,,არანაირი მტკიცებულება არაა, უბრალოდ, ჩაყრილია სხვადასხვა საჯარო გამოსვლა, 20-მდე პოლიციელის ტყუილი ჩვენებები"- ზურაბ ჯაფარიძე
- ,,ელენე ხოშტარიას საკუთარ შვილებზე რომ ეფიქრა, ქვეყანას რევოლუციას არ მოუწყობდა"- ნინო წილოსანი
- ,,ელენე ხოშტარია არანაირი პოლიტიკური ოპონენტი არ არის, ჩვეულებრივი ხულიგანია"- გურამ მაჭარაშვილი
- უნგრეთი უკრაინისთვის გაზის მიწოდებას წყვეტს
- ,,ფარისევლობა არის ის, რომ ვითომ ილია მეორე უყვარდათ და ახლა კი მის არჩევანს ასეთ ბინძურ კამპანიაში ხვევენ"- ნინო წილოსანი