ოპოზიცია სენატორ ჯო ვილსონს წერილს უგზავნის, ისინი კონგრესს არჩევნებზე დაკვირვებას სთხოვენ
საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიები და პოლიტიკოსები სენატორ ჯო ვილსონს ღია წერს უგზავნიან. ჰელსინკის კომისიის“ თავმჯდომარე, რესპუბლიკელი ჯო ვილსონი აშშ-ის კონგრესში MEGOBARI აქტის ინიციატორია.
წერილში ასახულია საქართველოში „აგენტების კანონის“ მიღების ფონზე განვითარებული მოვლენები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები იმედოვნებენ, რომ აშშ-ის კონგრესი და სენატი ერთობლივად იმუშავებენ კანონის სწრაფად მისაღებად, რაც აშშ-ის მთავრობას მისცემს უფლებას, იმოქმედოს ქართველი ხალხის მჩაგვრელების წინააღმდეგ.
წერილის ავტორები აცხადებენ, რომ კონგრესის დელეგაციის ვიზიტები საქართველოში დიდ გავლენას მოახდენს "საქართველოს თავისუფლებისმოყვარე ხალხის მხარდაჭერაზე და იქნება ძლიერი სიგნალი საქართველოს მთავრობისთვის, რომ ხალხის ხმის ძალით გაჩუმება შეუძლებელია".
ამასთან, წერილის ავტორები აშშ-ის კონგრესს მიმართავენ, “გამოყოს საჭირო ადამიანური და ფინანსური რესურსები, რათა უზრუნველყოს საქართველოში ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების სათანადო დაკვირვება, რადგან რისკები მაღალია და ჩვენი ევროატლანტიკური მომავალი ისტორიულ გზაჯვარედინზე დგას”.
წერილს ხელს აწერენ:
- მოქალაქეები - ალეკო ელისაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე;
- ევროოპტიმისტები - რომან გოცირიძე, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე;
- ეროვნული და დემოკრატიული სახელმწიფოსთვის - ნიკა მაჭუტაძე, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე;
- საქართველოსთვის - ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე;
- თავისუფლება - ნატო ჩხეიძე, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე;
- გირჩი - იაგო ხვიჩია, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე;
- ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის - დავით უსუფაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე;
- რეფორმების ჯგუფი - თეონა აქუბარდია, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე;
- ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - თინა ბოკუჩავა, საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე.
სიახლეები
- ,,არანაირი მტკიცებულება არაა, უბრალოდ, ჩაყრილია სხვადასხვა საჯარო გამოსვლა, 20-მდე პოლიციელის ტყუილი ჩვენებები"- ზურაბ ჯაფარიძე
- ,,ელენე ხოშტარიას საკუთარ შვილებზე რომ ეფიქრა, ქვეყანას რევოლუციას არ მოუწყობდა"- ნინო წილოსანი
- ,,ელენე ხოშტარია არანაირი პოლიტიკური ოპონენტი არ არის, ჩვეულებრივი ხულიგანია"- გურამ მაჭარაშვილი
- უნგრეთი უკრაინისთვის გაზის მიწოდებას წყვეტს
- ,,ფარისევლობა არის ის, რომ ვითომ ილია მეორე უყვარდათ და ახლა კი მის არჩევანს ასეთ ბინძურ კამპანიაში ხვევენ"- ნინო წილოსანი