თეთრ სახლში ანტიდემოკრატიული უწოდეს საქართველოს პარლამენტში მიღებულ „აგენტების კანონს”
აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ანტიდემოკრატიული უწოდეს „აგენტების კანონს”, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 28 მაისს კიდევ ერთხელ მიიღო, ამჯერად, პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემდეგ.
თეთრი სახლის პრესმდივანმა კარინ ჟან-პიერმა 28 მაისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მოულოდნელი არ ყოფილა, თუმცა იმედგაცრუებული არიან საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოეთის აგენტების” ანტიდემოკრატიულ კანონზე ვეტოს დაძლევით.
ჟან-პიერმა ხაზი გაუსვა ამ კანონით გამოწვეულ, საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროტესტს და იმას, რომ ბევრმა ქართველმა თავისი პოზიცია ძალიან მკაფიოდ გამოხატა. თეთრი სახლის პრესმდივნის თქმით, კანონი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისგან მოითხოვს უცხოური მთავრობის აგენტებად დარეგისტრირებას, თუ უცხოეთიდან მათი დაფინანსება 20 პროცენტს აღემატება და მაშინ, როცა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ დემოკრატიის შენარჩუნებაში, ასეთი ტვირთის შექმნა ძირს უთხრის ამ შესაძლებლობას.
როგორც კარინ ჟან-პიერმა თქვა, სამოქალაქო საზოგადოებას ავტორიტარული მთავრობები ახშობენ: „ეს არის ინსტრუმენტი განსხვავებული აზრის ჩასახშობად. ეს არ არის ის, რასაც დემოკრატიები აკეთებენ”.
თეთრი სახლის პრესმდივანს ბრიფინგზე ჰკითხეს მოსალოდნელი სანქციების შესახებ, რასაც უპასუხა, რომ სათქმელი არაფერი აქვს და ამის შესახებ უკვე ისაუბრა სახელმწიფო დეპარტამენტმა.
სიახლეები
- მარწყვის მუსი
- მარწყვის მუსი
- "ბოლო ორ თვეში „ქართულმა ოცნებამ“ ორჯერ გვითხრა უარი „თავისუფლების მოედნის“ პარტიად რეგისტრაციაზე" - ლევან ცუცქირიძე
- "იმისთვის, რომ სანქციები შემოვიღოთ ევროკავშირის დონეზე, გვჭირდება 27 წევრი სახელმწიფოს თანხმობა და ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს ერთსულოვნება" - პაველ ჰერჩინსკი
- "ოქრუაშვილის დაკავებაზე: თუ ყოფნის ადამიანს სითამამე, რომ დაარღვიოს კანონი, დარწმუნებული ვარ, იმის სითამამეც ეყოფა, მიიღოს ის შედეგი, რაც კანონის დარღვევას მოჰყვება" - პაპუაშვილი