"უკრაინელებმა პირველად რუსული Ту-22М3 ბომბდამშენი გაანადგურეს" - უკრაინის საჰაერო ძალები
უკრაინელებმა პირველად გაანადგურეს რუსული Ту-22М3 ტიპის ბომბდამშენი, - ინფორმაციას უკრაინული მედია შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების მეთაურზე, გენერალ-ლეიტენანტ ნიკოლაი ოლეშჩუკზე დაყრდნობით ავრცელებს.
"პირველად, საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფებმა, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარ სადაზვერვო სამმართველოსთან თანამშრომლობით, სტრატეგიული ბომბდამშენი Ту-22М3 გაანადგურეს", - აცხადებს ოლეშჩუკი.
მისი თქმით, აღნიშნული თვითმფრინავი X-22 ფრთოსანი რაკეტების მატარებელია, რომელსაც რუსები უკრაინის მშვიდობიან ქალაქებზე თავდასხმისთვის იყენებენ.
შეგახსენებთ, დილით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთში, სტავროპოლის ტერიტორიაზე, რუსეთის აეროკოსმოსური ძალების კუთვნილი Ту-22М3 ტიპის ბომბდამშენი საბრძოლო დავალების შესრულების შემდეგ ჩამოვარდა. რუსეთის თავდაცვის უწყების მტკიცებით, კატასტროფის მიზეზი თვითმფრინავის ტექნიკური გაუმართაობა გახდა.
სიახლეები
- "სრულდება ეკლესიის რეიდერული მიტაცების მაფიოზური ოპერაცია" - მიხეილ სააკაშვილი
- “უწმინდესმა დალოცა საქართველო, დაგვლოცა ყველა, დაიძინა და... დადგა მომენტი, როცა მივხვდით, ღმერთთან აღარ უნდა გვებრძოლა” - ლაშა ჟვანია
- 28 მარტს ქუთაისში საგაზაფხულო აგრობაზარი გაიმართება
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს