"ბენიამინ ნეთანიაჰუ უფრო აზარალებს ისრაელს, ვიდრე ეხმარება" - ჯო ბაიდენი
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, მიაჩნია, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ უფრო ზიანს აყენებს ისრაელს, ვიდრე ეხმარება.
„მას უფლება აქვს, დაიცვას ისრაელი, უფლება გააგრძელოს „ჰამასის“ დევნა, მაგრამ მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლეს, რომლებიც იღუპებიან განხორციელებული ქმედებების შედეგად. ჩემი აზრით, ის უფრო მეტად აზარალებს ისრაელს, ვიდრე ეხმარება მას“, - აღნიშნა ბაიდენმა MSNBC-თან ინტერვიუში.
მისი თქმით, ღაზაში დაღუპულთა რაოდენობა „ეწინააღმდეგება იმას, რასაც ისრაელი ამტკიცებს და ვფიქრობ, რომ ეს დიდი შეცდომაა. ”
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის განმარტებით, ისრაელის პოტენციური შეჭრა ღაზის სექტორის ქალაქ რაფაში მისთვის „წითელი ხაზია“, მაგრამ არ შეწყვეტს ისრაელისთვის იარაღის მიწოდებას, როგორიცაა რაკეტების „ჩამჭრელები“, რომელსაც ისრაელის თავდაცვის სისტემა „რკინის გუმბათი“ იყენებს.
”ეს არის წითელი ხაზი, მაგრამ მე არასოდეს ვაპირებ ისრაელის მიტოვებას. ისრაელის დაცვა ჯერ კიდევ კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ამიტომ არ არსებობს წითელი ხაზი, რომლითაც შევწყვეტ ყველა იარაღის მიწოდებას ისე, რომ მათ არ ჰქონდეთ „რკინის გუმბათი“ თავის დასაცავად“, - აღნიშნა ბაიდენმა.
სიახლეები
- სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
- "იმ პოლიციელებმა, სპეცრაზმელებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების მიმართ ძალადობაში, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია"
- "რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის დასრულება აირჩია" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"