ზელენსკი მოუწოდებს მსოფლიოს, დაეხმაროს უკრაინას "რუსული ბოროტების" დამარცხებაში
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 3 მარტს მოუწოდა მსოფლიოს, დაეხმარონ კიევს „რუსული ბოროტების“ დამარცხებაში.
2 მარტს ოდესაზე რუსეთის არმიის დრონებით თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა, მათ შორის რამდენიმე ბავშვია.
"რუსეთის ყოველი დანაკარგი ფრონტზე არის ჩვენი ქვეყნის პასუხი რუსული ტერორისთვის. მსოფლიომ უნდა უპასუხოს რუსული ბოროტების ყველა გამოვლინებას და მოიგერიოს რუსეთის ქმედება", - თქვა ზელენსკიმ მას შემდეგ, რაც მაშველებმა დაასრულეს ოდესაზე თავდასხმის შედეგად ნაწილობრივ განადგურებული შენობის ნანგრევებში მსხვერპლის ძებნა.
მოგვიანებით ზელენსკიმ თავის ღამის ვიდეომიმართვაში თქვა, რომ საჭიროა პოლიტიკური ნება, რათა უკრაინა უზრუნველყოფილი იქნეს დახმარებით, რაც მინიშნება იყო იმაზე, რომ მრავალ მილიარდდოლარიანი დახმარების პაკეტი შეჩერებულია შეერთებული შტატების კონგრესში.
ომი „რუსეთისთვის უიმედო უნდა გახდეს... მათ უნდა იგრძნონ, რომ არის ძალა, რომელიც ანადგურებს მათ, ვინც ცხოვრების განადგურებას ცდილობს“, - თქვა ზელენსკიმ. თუ ეს არ მოხდება და ამერიკა [და] ევროპა დამარცხდება ირანულ შაჰედებთან ან რუსულ თვითმფრინავებთან, ეს ისტორიაში დარჩება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო თავი“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ოდესაზე 2 მარტს დრონებით თავდასხმისას ნაწილობრივ განადგურდა საცხოვრებელი შენობის რამდენიმე სართული და ნანგრევების ქვეშ დარჩა ათზე მეტი ადამიანი. ზელენსკის და რეგიონის გუბერნატორის განცხადებების თანახმად, თავდასხმას სულ მცირე ოთხი ბავშვი შეეწირა, მათ შორის ორი ჩვილი.
სიახლეები
- “გავა დრო და სტრასბურგის სასამართლოს მიერ მზია ამაღლობელის საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილებით დადუმებული ელჩები, გაიხსენებენ, როგორ შეცდნენ, როგორც არაერთხელ, ქართული სასამართლოს განაჩენის შეფასებაში” - შალვა პაპუაშვილი
- “პირველი ემოცია, რაც მაქვს, არის მადლობა ყველას მიმართ - სახლში რომ მივალ, ალბათ, შოკში ჩავვარდები - ბრძოლა ბოლომდე!” - გიორგი ახობაძე
- რუსთავი-თბილისის გზაზე ერთმანეთს ცემენტმზიდი და მუნიციპალური ავტობუსი შეეჯახა - შემთხვევის შედეგად 9 ადამიანი დაშავდა
- “მზია ამაღლობელი გაუტეხელი, ძლიერი ადამიანის სიმბოლოა, მასთან რეჟიმი მთავარში - ღირსების ბრძოლაში დამარცხდა” - გიორგი გახარია
- „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს” - ამ ლოზუნგით, გამოცემა „ბათუმელების“ ოფისთან აქცია მიმდინარეობს