"ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში არასამთავრობოებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ "- ჰერჩინსკი
არასამთავრობო ორგანიზაციების საერთაშორისო დღეს, ევროკავშირის ელჩი საქართველოში ყურადღებას ამახვილებს ამ ორგანიზაციების მნიშვნელობაზე. პაველ ჰერჩინსკის განცხადებას ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.
"როლი, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები ასრულებენ მთავრობის მონიტორინგის კუთხით, ნებისმიერი დემოკრატიის არსებითი ელემენტია. არასამთავრობო ორგანიზაციები ხშირად არიან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სოციალური სერვისების მიმწოდებლები, განსაკუთრებით მოწყვლადი თემებისთვის. საქართველო სარგებელს იღებს მისი აქტიური სამოქალაქო საზოგადოებისგან. საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ", - აცხადებს ელჩი.
პაველ ჰერჩინსკი ამბობს, რომ ევროკავშირი კვლავ დაუჭერს მხარს არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობას საქართველოში:
"ნება მიბოძეთ კვლავ დავადასტურო ევროკავშირის ერთგულება, მხარი დაუჭიროს არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. მათი არსებითი ჩართულობის უზრუნველყოფა გადამწყვეტია ყველასთვის უფრო სამართლიანი, თანასწორუფლებიანი და კეთილდღეობით აღსავსე მომავლის ასაშენებლად".
გასული წლის დეკემბერში საქართველოს ევროკავშირმა კანდიდატის სტატუსი მიანიჭა 9 დათქმით. ამ დათქმებიდან რამდენიმე მოიცავს ევროინტეგრაციის პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას.
სიახლეები
- ,,საქართველო არავის თავს არ ესხმის – საქართველო თავს იცავს უსამართლო დამოკიდებულებისგან"- მაკა ბოჭორიშვილი
- იტალიის პრემიერ-მინისტრი ზელენსკიზე საათ-ნახევრის განმავლობაში ზეწოლას ახდენდა და რუსეთისთვის დათმობებზე წასვლისკენ უბიძგებდა
- 11 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- ,,2025 წელი შეზღუდული თავისუფლების წელია"– საია
- ვის ჩამოეწერება ჯარიმები – მთავრობის გადაწყვეტილება