"ნავალნის დედას და ადვოკატებს მორგში არ უშვებენ" - ალექსეი ნავალნის პრესმდივანი
ალექსეი ნავალნის დედას და ადვოკატებს სალეხარდის მორგში არ უშვებენ, სადაც, სავარაუდოდ, გარდაცვლილი პოლიტიკოსის ცხედარია, - ამის შესახებ პოლიტიკოსის პრესმდივანმა, კირა იარმიშმა განაცხადა.
„დილაადრიან მორგში მივიდნენ ალექსეის დედა და ადვოკატები. მათ შიგნით არ უშვებენ. ერთი ადვოკატი, ფაქტობრივად, გააძევეს. თანამშრომლები არ პასუხობენ შეკითხვაზე, იქაა თუ არა ცხედარი“, - წერს კირა იარმიში სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი იამალო-ნენეცის ავტონომიური ოლქის კოლონიაში 16 თებერვალს გარდაიცვალა. რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის მტკიცებით, ნავალნიმ თავი ცუდად იგრძნო და გონება დაკარგა, რის შემდეგაც მედიკოსებმა მის გადასარჩენად რეანიმაციული ღონისძიებები განახორციელეს, მაგრამ უშედეგოდ.
მოგვიანებით, მედიამ, ნავალნის თანაგუნდელებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, ნავალნის გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად “უეცარი სიკვდილის სინდრომი” დასახელდა. ოჯახს მის ცხედარს ამ დრომდე არ უბრუნებენ.
ალექსეი ნავალნის დაღუპვის შემდეგ რუსეთის სხვადასხვა ქალაქში მისი ხსოვნისადმი მიძღვნილ აქციები გაიმართა. ათასობით ადამიანმა რეპრესირებულთა ძეგლებთან შეკრება დაიწყო. OVD-Info-ს ცნობით, სამართალდამცავებმა ამ აქციების დროს 400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.
სიახლეები
- „რუსეთთან ინტენსიურად მოვაჭრე ლიეტუვას არანაირი საფუძველი არ აქვს, რომ ჩვენ მიმართ რაიმე პრეტენზია ჰქონდეს” – ვოლსკი
- დონალდ ტრამპის შვილი მომავალში საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს
- “სადაც აქციის მონაწილეების გარკვეული სახის შეკრება ხორციელდება, ყველგან არის პოლიცია – იმ რაოდენობით არის, რა რაოდენობითაც საჭიროა უსაფრთხოების დაცვის მიზნით” - ვაჟა სირაძე
- ქათმის ხორცის ბურთები
- საია FARA-ს შეჩერების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს