"ღაზაში „ჰამასის“ ათობით მებრძოლი და იარაღის საწყობები გავანადგურეთ" - ისრაელის თავდაცვის ძალები
ისრაელის ღაზის სექტორში, ძირითადად ხან იუნისის ტერიტორიაზე, გასული დღე-ღამის განმავლობაში „ჰამასის“ ათობით მებრძოლის ლიკვიდაცია განახორციელეს, - ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.
თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ისრაელელმა სამხედროებმა ხან იუნისის დასავლეთ ნაწილში 30-ზე მეტი მებრძოლი გაანადგურეს და ტერიტორიის ოპერატიული კონტროლი გააღრმავეს.
ასევე, დასავლეთ ხან იუნისში, მედესანტეების ბრიგადამ „ჰამასის“ ორი წევრის ლიკვიდაცია განახორციელა, რომლებიც, გადაადგილებას მშვიდობიანი მოსახლეობის ჯგუფის საფარქვეშ ცდილობდნენ.
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ხან იუნისში „ჰამასის“ ტერორისტების სახლებში იარაღის ორ საცავს დაარტყეს.
ამასთან, მათივე ინფორმაციით, ღაზის სექტორის ცენტრალურ ნაწილში, ნაჰალის ბრიგადამ „ჰამასის“ დაახლოებით 10 მებრძოლი გაანადგურა, რომლებიც ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო თავდასხმისთვის ემზადებოდნენ.
სიახლეები
- ,,საქართველო არავის თავს არ ესხმის – საქართველო თავს იცავს უსამართლო დამოკიდებულებისგან"- მაკა ბოჭორიშვილი
- იტალიის პრემიერ-მინისტრი ზელენსკიზე საათ-ნახევრის განმავლობაში ზეწოლას ახდენდა და რუსეთისთვის დათმობებზე წასვლისკენ უბიძგებდა
- 11 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- ,,2025 წელი შეზღუდული თავისუფლების წელია"– საია
- ვის ჩამოეწერება ჯარიმები – მთავრობის გადაწყვეტილება