"საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება მხოლოდ დროის საკითხია" - პაველ ჰერჩინსკი
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება მხოლოდ დროის საკითხია და საქართველოს საზღვრები ევროკავშირის გარე საზღვრები გახდება. ასე რომ, დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ეს საზღვრები ძალიან კარგად არის დაცული არა მხოლოდ საქართველოს გულისთვის, არამედ ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოსთვის, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს საბაჟოს საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართული ღონისძიების ფარგლებში განუცხადა.
ელჩმა უპასუხა შეკითხვას, რას ნიშნავს ერთიან სატრანსპორტო სისტემასთან მიერთება საქართველოსთვის და რა სარგებელს მისცემს ეს ქვეყანას.
„ჩვენ დღეს ვზეიმობთ საბაჟოს საერთაშორისო დღეს. მინდა ვაღიარო ქართველი მებაჟე ოფიცრების პროფესიონალიზმი, მძიმე შრომა, თავდადება და ადაპტირებადობა. ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს საგადასახადო და საბაჟო შემოსავლების სფეროებს 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში და ჩვენ გვსურს ამ მხარდაჭერის გაგრძელება განსაკუთრებით ახლა, როდესაც საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება მხოლოდ დროის საკითხია და საქართველოს საზღვრები ევროკავშირის გარე საზღვრები გახდება. ასე რომ, დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ეს საზღვრები ძალიან კარგად არის დაცული არა მხოლოდ საქართველოს გულისთვის, არამედ ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოსთვის“, - აღნიშნა ელჩმა.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს