ღაზაში მძევლად მყოფი პირების ნათესავები მათი გათავისუფლების მოთხოვნით ისრაელის პარლამენტში შეიჭრნენ
ღაზაში ჰამასის ტყვეობაში მყოფი ადამიანების ათობით ნათესავი 22 იანვარს ისრაელის პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე შეიჭრა და მათ გასათავისუფლებლად შეთანხმების გაფორმება მოითხოვა. ეს მოხდა იმ ფონზე, როცა ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები შეუერთდნენ საერთაშორისო მოწოდებებს ისრაელისადმი, რომ ომის შემდეგ მოლაპარაკება დაიწყოს პალესტინის სახელმწიფოს დაარსების თაობაზე.
ამ მოვლენების გამო ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ მზარდი ზეწოლის ქვეშაა. ისრაელის საზოგადოების წინაშე იგი აცხადებს, რომ ღაზაში ომის გაგრძელება წარმოადგენს ერთადერთ გზას მძევლების დასაბრუნებლად და უარყოფს აშშ-ის ხედვას ვითარების ომისშემდგომი გადაწყვეტის თაობაზე.
ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურმა ლიდერმა ჟოზეპ ბორელმა 22 იანვარს გაიმეორა მანამდე გაეროს მიერ გამოთქმული კრიტიკა ისრაელის პრემიერ-მინისტრის "მიუღებელი" პოზიციის მიმართ, რომლითაც ნეთანიაჰუ უარყოფს პალესტინის სახელმწიფოს დაარსების იდეას.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს