"უნგრეთმა დაბლოკა ყარაბაღის თაობაზე ევროკავშირის 27 ქვეყნის ერთობლივი განცხადება"- რიკარდ იოზვიაკი
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეპ ბორელის განცხადება, რომელიც გმობს აზერბაიჯანის მოქმედებას მთიან ყარაბაღში, თავდაპირველად ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ერთობლივი განცხადება უნდა ყოფილიყო, მაგრამ უნგრეთმა დოკუმენტს ვეტო დაადო, წერს რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი სოციალურ ქსელ X-ში (ყოფილი Twitter-ი). ამის შესახებ მას აცნობა ერთმანეთისგან დამოუკიდებელმა სამმა ევროპელმა დიპლომატიურმა წყარომ.
გუშინ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეპ ბორელმა, გაავრცელა განცხადება, რომელშიც ევროკავშირი გმობს აზერბაიჯანის სამხედრო ქმედებებს მთიანი ყარაბაღის ხალხის წინააღმდეგ.
"აზერბაიჯანი პასუხისმგებელია მთიანი ყარაბაღის სომხების უფლებებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე, მათ შორის მათ უფლებაზე, იცხოვრონ საკუთარ სახლებში დაშინებისა და დისკრიმინაციის გარეშე. სამხედრო თუ სხვა საშუალებებით სამოქალაქო მოსახლეობის იძულებით გადაადგილება ევროკავშირის მხრიდან მკაცრ რეაქციას მიიღებს", - აღნიშნულია განცხადებაში.
უფრო ადრე, 19 სექტემბერს, ევროკავშირმა დაგმო სამხედრო ესკალაცია ყარაბაღში და აზერბაიჯანს სამხედრო მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდა.
ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ხელმძღვანელის, ჟოზეპ ბორელის, განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ევროკავშირი სრულად არის ჩართული აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დიალოგის ხელშეწყობაში.
სიახლეები
- ,,უკრაინის სამხედრო საჭიროებების დაფინანსების შესახებ რაიმე გადაწყვეტილებას არანაირ გარემოებაში არ დავუჭერ მხარს"- ფიცო
- თბილისში გარდაცვლილი ახალგაზრდის მამაკაცის ვინაობა ცნობილია
- 12 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- ,,საქართველო არავის თავს არ ესხმის – საქართველო თავს იცავს უსამართლო დამოკიდებულებისგან"- მაკა ბოჭორიშვილი
- იტალიის პრემიერ-მინისტრი ზელენსკიზე საათ-ნახევრის განმავლობაში ზეწოლას ახდენდა და რუსეთისთვის დათმობებზე წასვლისკენ უბიძგებდა