"საჭიროა, დაუყოვნებლივ შეწყდეს სამხედრო მოქმედებები მთიან ყარაბაღში" - ოლაფ შოლცი
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ საჭიროა, დაუყოვნებლივ შეწყდეს სამხედრო მოქმედებები მთიან ყარაბაღში. მისივე თქმით, სომხეთმა და აზერბაიჯანმა უნდა მოაგვარონ უთანხმოება დიპლომატიური გზებით.
შოლცმა ეს პოზიცია ნიუ იორკში გამართულ პრესკონფერენციაზე დააფიქსირა, სადაც გაერო-ს გენერალური ასამბლეის 78-ე სესია მიმდინარეობს.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ დიპლომატიურ მოლაპარაკებებს გულწრფელი მცდელობით, რათა მივიღოთ მშვიდობიანი, ორმხრივად შეთანხმებული გადაწყვეტა ყველა არსებული საკითხისთვის როგორც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, ასევე თავად აზერბაიჯანში“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.
შოლცი ყარაბაღში არსებულ ვითარებას სოციალურ ქსელშიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ აზერბაიჯანმა თავდასხმები დაუყონებლივ უნდა შეწყვიტოს.
„საომარი მოქმედებები მთიან ყარაბაღში სასწრაფოდ უნდა შეწყდეს. აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სიტუაცია უკიდურესად კრიტიკულია. ბაქოს მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს თავდასხმები და დაუბრუნდეს დიპლომატიას პრობლემების მშვიდობიანი გადაწყვეტის მოსაძებნად“, – წერს შოლცი „ტვიტერის“ გვერდზე.
სიახლეები
- იდეალური სამარხვო სადილი - ფანტია ბრინჯი ბოსტნეულით
- ვინ იქნება შემდეგი პატრიარქი - არჩევის წესი და ისტორიული პარალელები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 მარტისთვის
- პენტაგონს თავდაცვის წარმოება „საომარი მდგომარეობის პირობაზე“ გადაჰყავს
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რიგით მე-6 სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი თერთმეტი საკითხი დაამტკიცა