ირანში ერთი წლის წინ მოკლული 22 წლის სტუდენტის, მაჰსა ამინის მამა დააკავეს
ირანში ერთი წლის წინ მოკლული 22 წლის სტუდენტის, მაჰსა ამინის მამა დააკავეს.
ამჯად ამინი 16 სექტემბერს მისი სახლის წინ დააკავეს და დაკითხვაზე გადაიყვანეს.
მედიის ცნობით, დაკავებულს განუცხადეს, რომ დღეს მისი ოჯახის წევრებს სახლის დატოვების უფლება არ აქვთ.
გასულ წელს ირანში მასშტაბური საპროტესტო ტალღა 22 წლის სტუდენტის, მაჰსა ამინის მკვლელობას მოჰყვა. გოგონა ირანის მორალის პოლიციამ ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევის საბაბით დააკავა და ფიზიკურად გაუსწორდა, რის შედეგადაც, მაჰსა 16 სექტემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ადგილობრივი უფლებადამცველი ჯგუფების ცნობით, დემონსტრაციების დროს ქვეყანაში 500-ზე მეტი პირი მოკლეს, დააკავეს ათასობით ადამიანი, ბევრს კი პატიმრობა მიუსაჯეს
სიახლეები
- ,,არანაირი მტკიცებულება არაა, უბრალოდ, ჩაყრილია სხვადასხვა საჯარო გამოსვლა, 20-მდე პოლიციელის ტყუილი ჩვენებები"- ზურაბ ჯაფარიძე
- ,,ელენე ხოშტარიას საკუთარ შვილებზე რომ ეფიქრა, ქვეყანას რევოლუციას არ მოუწყობდა"- ნინო წილოსანი
- ,,ელენე ხოშტარია არანაირი პოლიტიკური ოპონენტი არ არის, ჩვეულებრივი ხულიგანია"- გურამ მაჭარაშვილი
- უნგრეთი უკრაინისთვის გაზის მიწოდებას წყვეტს
- ,,ფარისევლობა არის ის, რომ ვითომ ილია მეორე უყვარდათ და ახლა კი მის არჩევანს ასეთ ბინძურ კამპანიაში ხვევენ"- ნინო წილოსანი