აშშ საკუთარ მოქალაქეებს ბელარუსის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს
მინსკში აშშ-ის საელჩო აშშ-ის მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ბელარუსში გამგზავრებისგან, ხოლო მათ, ვინც უკვე ბელარუსში იმყოფება, დაუყოვნებლივ დატოვონ ქვეყანა.
„არ იმოგზაუროთ ბელარუსში იმის გამო, რომ ბელარუსის ხელისუფლება ხელს უწყობს უკრაინაზე რუსეთის არაპროვოცირებულ თავდასხმას, ბელარუსის ტერიტორიაზე ხდება რუსული სამხედრო ძალების მობილიზება, ხორციელდება ადგილობრივი კანონების თვითნებური აღსრულება, არსებობს სამოქალაქო არეულობის პოტენციალი, დაკავების რისკი და საელჩოს ბელარუსში მცხოვრებ ან მყოფ შეერთებული შტატების მოქალაქეების დახმარების შეზღუდული შესაძლებლობები აქვს“, - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.
აშშ-ის მოქალაქეებს მოუწოდებენ, ბელარუსი დატოვონ ლიეტუვასა და ლატვიასთან ღიად დარჩენილი სასაზღვრო გამშვები პუნქტების საშუალებით, ან თვითმფრინავით.
შეგახსენებთ, ლიეტუვამ ბელარუსთან საზღვარზე ექვსი სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან ორი დროებით დახურა. პოლონეთი და ბალტიის ქვეყნები საზღვარზე არსებული ვითარებით მას შემდეგ შეშფოთდნენ, რაც გასულ თვეში, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ასობით დაქირავებული მებრძოლი ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს მიწვევით ქვეყანაში ჩავიდა. გარდა ამისა, გააქტიურდა ბელარუსის უშიშროების ძალების დახმარებით არალეგალი მიგრანტების მიერ საზღვრის გადაკვეთის მცდელობები.
სიახლეები
- სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
- "იმ პოლიციელებმა, სპეცრაზმელებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების მიმართ ძალადობაში, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია"
- "რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის დასრულება აირჩია" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"