"ბირთვული იარაღის ფლობა ზოგიერთი მნიშვნელოვანი გარე საფრთხის კონტექსტში დღეს ერთადერთი შესაძლო პასუხია რუსეთის უსაფრთხოებისთვის"
ბირთვული იარაღის ფლობა ზოგიერთი მნიშვნელოვანი გარე საფრთხის კონტექსტში დღეს ერთადერთი შესაძლო პასუხია რუსეთის უსაფრთხოებისთვის, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ჟურნალ International Affairs-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ბირთვული იარაღის ფლობა დღეისათვის ერთადერთი შესაძლო პასუხია გარკვეული მნიშვნელოვანი გარე ეროვნული უსაფრთხოების საფრთხეებზე. უკრაინაში და მის გარშემო განვითარებულმა მოვლენებმა დაადასტურა, რომ ჩვენი შეშფოთება საფუძვლიანია“, – აღნიშნა ლავროვმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინის გარშემო განვითარებული მოვლენები ადასტურებს რუსეთის შეშფოთების მართებულობას ამ სფეროში.
„უსაფრთხოების განუყოფლობის პრინციპი უხეშად დაარღვია ნატო-მ, რომელმაც, შეგახსენებთ, თავი ბირთვულ ალიანსად გამოაცხადა, დადო ფსონი რუსეთის „სტრატეგიულ დამარცხებაზე“, – აღნიშნა მან.
რუსი დიპლომატის თქმით, უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით დიდი საფრთხე არის ის, რომ სიტუაციის ესკალაციის გზით აშშ და ნატო-ს ქვეყნები ქმნიან რისკს, აღმოჩნდნენ ბირთვულ ძალებს შორის პირდაპირი შეიარაღებული შეტაკების სიტუაციაში.
„ჩვენ გვჯერა, რომ მოვლენების ასეთი განვითარება თავიდან უნდა იქნას აცილებული. სწორედ ამიტომ უნდა შევახსენოთ მაღალი სამხედრო-პოლიტიკური რისკების არსებობა და გამაფრთხილებელი სიგნალები გავუგზავნოთ ჩვენს ოპონენტებს“, – ხაზგასმით აღნიშნა ლავროვმა.
სიახლეები
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში 2024 წელს ევროპაში ადამიანის უფლებათა გაუარესებულ მდგომარეობაზეა საუბარი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 14 აგვისტოსთვის
- “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები” - ვახტანგ ძაბირაძე
- 5 სცენარი ანუ როგორ შეიძლება დასრულდეს რუსეთ-უკრაინის ომი - კოშმარი უკრაინისა და ევროპისთვის თუ - ავღანეთის აჩრდილი რუსეთისთვის?!
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 12 აგვისტოსთვის