უკრაინელებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში 510 ოკუპანტი, 5 ტანკი, 6 საბრძოლო ჯავშანმანქანა და 10 საარტილერიო სისტემა გაანადგურეს
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციის, დღევანდელი დღის მდგომარეობით, უკრაინაში დაახლოებით 253 290 რუსი სამხედრო არის განადგურებული, 510 სამხედრო - მხოლოდ გასული დღე-ღამის განმავლობაში.
აღნიშნული ინფორმაცია გენშტაბის „ფეისბუკის“ გვერდზე არის განთავსებული. უწყების ინფორმაციით, ასევე განადგურებული სამხედრო ტექნიკის დიდი ოდენობა, მათ შორის ტანკები და საარტილერიო სისტემები.
უფრო კონკრეტულად, გასული დღე-ღამის განმავლობაში განადგურებულია 5 ტანკი, 6 საბრძოლო ჯავშანმანქანა, 10 საარტილერიო სისტემა.
„ჯამში, განადგურებულია 4295 ტანკი, 8324 - ჯავშანმანქანა, 5053 - საარტილერიო სისტემა, 472 - ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა, 4201 - უპილოტო საფრენი აპარატი, 1378 - ფრთოსანი რაკეტა“, - ნათქვამია გენშტაბის განცხადებაში.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს