"რუსეთს სურს გლობალური კატასტროფა, სურსათის ბაზრების კოლაფსი" - ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის თავდასხმებმა უკრაინის პორტების ინფრასტრუქტურაზე აჩვენა, რომ რუსეთის განზრახვაა, შექმნას გლობალური კატასტროფა, სურსათის ბაზრებზე, ფასებსა და მიწოდებაში კრიზისით.
„რუსული სახელმწიფოსთვის ეს არ არის მხოლოდ ბრძოლა ჩვენი თავისუფლებისა და ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
„მოსკოვი აწარმოებს ბრძოლას გლობალური კატასტროფისთვის. მათ სიგიჟეში მათ სჭირდებათ მსოფლიო სურსათის ბაზრების კოლაფსი, მათ სჭირდებათ ფასების კრიზისი, მათ სჭირდებათ შეფერხება მიწოდებაში“, - დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა.
სიახლეები
- სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
- "იმ პოლიციელებმა, სპეცრაზმელებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების მიმართ ძალადობაში, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია"
- "რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის დასრულება აირჩია" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"