გაერო-მ რუსეთი, უკრაინაში ბავშვების მკვლელობის გამო, დამნაშავეთა გლობალურ სიაში შეიყვანა
გაერო-მ რუსეთი, 2022 წელს უკრაინაში 136 ბავშვის მკვლელობისთვის, დამნაშავეთა გლობალურ სიაში შეიყვანა, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ნათქვამია გაერო-ს უშიშროების საბჭოს ანგარიშში, რომლის შინაარსი სააგენტოსთვის ცნობილი გახდა.
Reuters-ის ცნობით, ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსულმა ძალებმა და მათთან დაკავშირებულმა ჯგუფებმა „დაასახიჩრეს 518 ბავშვი და განახორციელეს 480 თავდასხმა უკრაინის სკოლებსა და საავადმყოფოებზე“. დოკუმენტის თანახმად, რუსეთის სამხედრო ძალებმა 91 ბავშვი ცოცხალ ფარად გამოიყენეს.
ანგარიშის ავტორია გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის სპეციალური წარმომადგენელი ბავშვთა და შეიარაღებული კონფლიქტების საკითხებში ვირჯინია გამბა. ის გასულ თვეში უკრაინასა და რუსეთს ეწვია.
ვირჯინია გამბა რუსეთში ბავშვთა უფლებების დამცველს, მარია ლვოვა-ბელოვას შეხვდა, რომლის მიმართაც ჰააგის სასამართლომ, უკრაინიდან ბავშვების უკანონო დეპორტაციის გამო, დაპატიმრების ორდერი გასცა.
აღსანიშნავია, რომ უკრაინის მთავრობის პორტალის, Children of War-ის ცნობით, უკრაინაში, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შედეგად, 2023 წლის ივნისის მონაცემებით 490 ბავშვი დაიღუპა და 1028 დაშავდა.
სიახლეები
- თბილისში არასრულწლოვანი დაჭრეს
- ,,დეცენტრალიზაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც ვფიქრობ, რეგიონების განვითარებას უფრო მეტად შეუწყობს ხელს"- დიმიტრი ხუნდაძე
- ტრამპი აცხადებს, რომ მან თავიდან აიცილა ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში
- შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა
- იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს