"ყირიმი ვერ განვითარდება, სანამ ახალი კაშხალი არ აშენდება" - ოლექსი დანილოვი
რუსეთის მიერ კახოვკის ჰესის აფეთქება დიდი ხნით დატოვებს ყირიმს მტკნარი წყლის გარეშე და შეაფერხებს მის განვითარებას , - ამის შესახებ მედიას უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსეი დანილოვმა განუცხადა.
„ყირიმის ნახევარკუნძულის წყალმომარაგება შესაძლებელი გახდება მხოლოდ უკრაინის კონტროლის ქვეშ მისი დაბრუნების შემდეგ“, - აღნიშნა დანილოვმა.
მისი თქმით, უკრაინა ჯერ კიდევ გასულ წელს საუბრობდა იმაზე, რომ რუსეთს არ სჭირდება ყირიმის მოსახლეობა.
"ჯერ გასული წლის დეკემბერ-ნოემბერში ვწერდით ამის შესახებ, რომ რუსებს არ სჭირდებათ ყირიმის მოსახლეობა, და ისინი ადრე თუ გვიან მიიღებენ გადაწყვეტილებას კაშხალის აფეთქების შესახებ და მაშინ ყირიმი დარჩება წყლის გარეშე“, - განაცხადა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა.
მისივე თქმით, ყირიმი იქნება უკრაინული.
"ცოტა ხანში ყირიმის განვითარებისთვის უდიდესი პრობლემა გახდება სასმელი წყლის არსებობა. ეს 3-5-7 წლით შეაფერხებს ნახევარკუნძულის განვითარებას, სანამ არ აშენდება ახალი კაშხალი იმისთვის, რომ ყველაფერი აღდგეს. მაგრამ ის უკვე ნამდვილად იქნება ჩვენი მშობლიური უკრაინული ყირიმი ", — განაცხადა დანილოვმა.
სიახლეები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისისთვის
- "პუტინი თუ მზადაა პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის, შევხვდეთ, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია მსოფლიოს გარშემო სირბილი მის საძებნელად" - ზელენსკი
- "15 მაისიდან მოსალოდნელია მდინარე არაგვის კალაპოტში წყლის ნაკადის მატება, გთხოვთ, გამოიჩინოთ სიფრთხილე არაგვის კალაპოტთან გადაადგილებისას" - „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი"
- “მტრული აქტი“” - მიდის თუ არა “ოცნება” ვა ბანკზე?
- ქუთაისის მაია ჩიბურდანიძის სახელობის საჭადრაკო სკოლაში საქართველოს ჩემპიონატში გამარჯვებული ქუთაისელი მოსწავლეები დააჯილდოვეს