"ხერსონში წყლის დონე კლებას იწყებს" - გუბერნატორი
ხერსონის ოლქში წყლის დონემ კლება დაიწყო - გასული ღამის განმავლობაში წყალი დაახლოებით 20 სმ-ით შემცირდა, ადამიანებისა და ცხოველების ევაკუაცია კი გრძელდება, - ამის შესახებ ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ პროკუდინმა განაცხადა.
„მარჯვენა სანაპიროზე წყლის დონე საშუალოდ დაახლოებით 5,38 მეტრია, ხერსონში - 5,35 მეტრი. უკვე ვხედავთ, რომ ღამით წყალი 20 სმ-ით დაცხრა. წინასწარი ინფორმაციით, ხერსონის ოლქის 32 დასახლებაში 3 624 სახლია დატბორილი“, - აღნიშნა გუბერნატორმა.
მისი თქმით, ევაკუირებულია 2 352 ადამიანი და 550-მდე ცხოველი.
შეგახსენებთ, 6 ივნისს კახოვკას ჰესის კაშხლის აფეთქების შედეგად ხერსონის ოლქში ათობით დასახლება დაიტბორა. უკრაინის ხელისუფლება, მის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, სახიფათო ზონაში მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაციას ახორციელებს.
სიახლეები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისისთვის
- "პუტინი თუ მზადაა პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის, შევხვდეთ, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია მსოფლიოს გარშემო სირბილი მის საძებნელად" - ზელენსკი
- "15 მაისიდან მოსალოდნელია მდინარე არაგვის კალაპოტში წყლის ნაკადის მატება, გთხოვთ, გამოიჩინოთ სიფრთხილე არაგვის კალაპოტთან გადაადგილებისას" - „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი"
- “მტრული აქტი“” - მიდის თუ არა “ოცნება” ვა ბანკზე?
- ქუთაისის მაია ჩიბურდანიძის სახელობის საჭადრაკო სკოლაში საქართველოს ჩემპიონატში გამარჯვებული ქუთაისელი მოსწავლეები დააჯილდოვეს