"ქვეყნები უნდა შეუერთდნენ ბელარუსის კავშირს რუსეთთან და სულ ესაა - ბირთვული იარაღი ყველასთვის იქნება"
ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, რუსეთი ბირთვულ იარაღს გადასცემს ყველა იმ ქვეყანას, რომელიც რუსეთ-ბელარუსის სამოკავშირო სახელმწიფოს შეუერთდება.
ამის შესახებ ლუკაშენკომ რუს პროპაგანდისტთან, პაველ ზარუბინთან ინტერვიუში განაცხადა.
როგორც უკრაინული მედია წერს, რუსმა პროპაგანდისტმა ბელარუსის პრეზიდენტის ვიდეო 28 მაისს გამოაქვეყნა, თუმცა, დიდი ალბათობით, ლუკაშენკოსთან ინტერვიუ 25 მაისს, მოსკოვში გამართულ ევრაზიის უმაღლეს ეკონომიკურ საბჭოზეა ჩაწერილი.
“ძალიან მარტივია, ქვეყნები უნდა შეუერთდნენ ბელარუსის კავშირს რუსეთთან და სულ ესაა - ბირთვული იარაღი ყველასთვის იქნება", - განაცხადა ლუკაშენკომ.
სიახლეები
- იდეალური სამარხვო სადილი - ფანტია ბრინჯი ბოსტნეულით
- ვინ იქნება შემდეგი პატრიარქი - არჩევის წესი და ისტორიული პარალელები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 მარტისთვის
- პენტაგონს თავდაცვის წარმოება „საომარი მდგომარეობის პირობაზე“ გადაჰყავს
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რიგით მე-6 სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი თერთმეტი საკითხი დაამტკიცა