" ჩვენ ძალიან ვაფასებთ ურთიერთობებს თურქეთთან, ოფიციალურად ვაცხადებთ, რომ არ შეიძლება, საუბარი იყოს რაიმე სახის ჩარევაზე"- დიმიტრი პესკოვი
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, თურქეთის არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ტყუილია.
„ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ მსგავს განცხადებებს. ოფიციალურად ვაცხადებთ, რომ არ შეიძლება, საუბარი იყოს რაიმე სახის ჩარევაზე. ვინმემ ასეთი ინფორმაცია თუ მიაწოდა ბატონ ქილიჩდაროღლუს, მაშინ ისინი მატყუარები არიან“, – განაცხადა პესკოვმა.
პესკოვის თქმით, რუსეთი თურქეთთან ურთიერთობას ძალიან აფასებს.
„ჩვენ ძალიან ვაფასებთ ურთიერთობებს თურქეთთან, რადგან ის აქამდე ძალიან პასუხისმგებლობით სავსე და გააზრებულ პოზიციას იკავებდა რეგიონული და გლობალური პრობლემების მიმართ, რომელთა წინაშეც ჩვენ ვდგავართ და ეს პოზიცია ძალიან მიმზიდველია ჩვენთვის“, – განაცხადა პესკოვმა.
ამასთან, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა აღნიშნა, რომ ქვეყანა, რომელიც ძალიან აფასებს ორმხრივ ურთიერთობებს, არაფერს გააკეთებს თავისი პარტნიორის საწინააღმდეგოდ. მისივე თქმით, რუსეთი არ ერევა სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებსა და საარჩევნო პროცესებში.
შეგახსენებთ, მანამდე თურქეთის პრეზიდენტობის ოპოზიციურმა კანდიდატმა, ქემალ ქილიჩდაროღლუმ რუსეთი თურქეთის არჩევნებში ჩარევაში დაადანაშაულა
სიახლეები
- თბილისში არასრულწლოვანი დაჭრეს
- ,,დეცენტრალიზაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც ვფიქრობ, რეგიონების განვითარებას უფრო მეტად შეუწყობს ხელს"- დიმიტრი ხუნდაძე
- ტრამპი აცხადებს, რომ მან თავიდან აიცილა ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში
- შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა
- იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს