ნაფიცმა მსაჯულებმა დონალდ ტრამპი სექსუალური შევიწროების საქმეში დამნაშავედ ცნეს
ნაფიცმა მსაჯულებმა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სექსუალური შევიწროების საქმეში დამნაშავედ ცნეს. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.
სამშაბათს მანჰეტენის ფედერალურმა სასამართლომ დონალდ ტრამპი მწერალ ჯინ კეროლის სამოქალაქო სარჩელში დამნაშავედ ცნო და მის წინააღმდეგ შევიწროებისთვის და ცილისწამებისთვის კომპენსაციის გადახდა დააკისრა. ნაფიცმა მსაჯულებმა ცნეს, რომ ტრამპმა სექსუალურად შეავიწროვა კეროლი 1996 წელს ნიუ-იორკის სავაჭრო ცენტრის მოსაზომ კაბინაში და მისთვის დაახლოებით 2 მილიონი დოლარის კომპენსაციის გადახდა დააკისრეს. ასევე, ნაფიცმა მსაჯულებმა საფუძვლიანად ცნეს კეროლის სარჩელი, რომელიც ტრამპს ცილისწამებაში ადანაშაულებდა და აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს კომპენსაციის კიდევ 3 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრეს. ცნობისთვის, 2002 წელს ტრამპმა თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ში კეროლის ბრალდებებს “სიცრუე” უწოდა. ამავდროულად, ყოფილი პრეზიდენტი გაუპატიურებაში არ აღიარეს დამნაშავედ. ვინაიდან, სარჩელი სამოქალაქოა, დონალდ ტრამპს დაპატიმრება ან სისხლის სამართლის სხვა ღონისძიება არ ემუქრება.
ცნობისთვის, კეროლმა ტრამპი გაუპატიურებაში 2019 წელს დაადანაშაულა, ჯერ კიდევ ტრამპის პრეზიდენტობის დროს, თუმცა საქმის განხილვა მხოლოდ 2023 წლის აპრილში დაიწყო. ტრამპი უარს ამბობდა სასამართლოში ჩვენებების მიცემაზე და საჯაროდ იმეორებდა, რომ მას არ შეეძლო კეროლის გაუპატიურება, ვინაიდან ის “მისი ტიპი არ არის”.
სიახლეები
- ამინდი მკვეთრად უარესდება – სინოპტიკოსების გაფრთხილება
- ,,დღეს აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაცია ზუსტად ისე აფასებს ევროპაში მიმდინარე პროცესებს, როგორც ჩვენ ამას ვაკეთებდით გასული წლების განმავლობაში"- ირაკლი კობახიძე
- ,,ევროკავშირის პრინციპი აგებული უნდა იყოს თანამშრომლობაზე, შეთანხმებაზე და არა პოზიციების დაპირისპირებაზე "- გია ვოლსკი
- ,,ჩვენც გვაქვს ჩვენი კითხვის ნიშნები და სწორედ რომ სტრასბურგის სასამართლოს დავალებით განვაახლეთ გამოძიება"- ირაკლი კობახიძე
- თურქმენეთში მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლისადმი მიძღვნილი ფორუმი იმართება