"უკრაინელი ხალხი გახდა სახელმწიფო გადატრიალების და დასავლეთის გეგმების მძევალი"
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინის ომი კატასტროფაა მაგრამ ეს რუსეთის ფედერაციის მიერ არ დაწყებულა.
„გადაჭარბებული ამბიციები, ამპარტავნება და ნებაყოფლობითობა აუცილებლად გადაიქცევა ტრაგედიად. უკრაინელი ხალხი გახდა სახელმწიფო გადატრიალების და დასავლეთის გეგმების მძევალი, ეს არის უკრაინაში არსებული კატასტროფის მიზეზი“, - აღნიშნა პუტინმა.
მისი თქმით, რუსეთის წინააღმდეგ ომი დაიწყო.
„ჩვენთვის, რუსეთისთვის, არ არსებობს მტრები როგორც დასავლეთში, ასევე, აღმოსავლეთში. დასავლური ელიტები კვლავ თამაშობენ ხალხზე, თესავენ ნაციონალიზმს, რათა უკარნახონ თავიანთი ნება, მათ დაავიწყდათ რა გამოიწვია ნაცისტების პრეტენზიებმა. მათი მიზანია მიაღწიონ ჩვენი ქვეყნის დაშლას და განადგურებას, გადალახონ მეორე მსოფლიო ომის შედეგები, საბოლოოდ დაარღვიონ გლობალური უსაფრთხოების სისტემა და საერთაშორისო სამართლის სისტემა და მოგუდონ განვითარების სუვერენული ცენტრი“, - აცხადებს რუსეთის პრეზიდენტი.
სიახლეები
- ,,არანაირი მტკიცებულება არაა, უბრალოდ, ჩაყრილია სხვადასხვა საჯარო გამოსვლა, 20-მდე პოლიციელის ტყუილი ჩვენებები"- ზურაბ ჯაფარიძე
- ,,ელენე ხოშტარიას საკუთარ შვილებზე რომ ეფიქრა, ქვეყანას რევოლუციას არ მოუწყობდა"- ნინო წილოსანი
- ,,ელენე ხოშტარია არანაირი პოლიტიკური ოპონენტი არ არის, ჩვეულებრივი ხულიგანია"- გურამ მაჭარაშვილი
- უნგრეთი უკრაინისთვის გაზის მიწოდებას წყვეტს
- ,,ფარისევლობა არის ის, რომ ვითომ ილია მეორე უყვარდათ და ახლა კი მის არჩევანს ასეთ ბინძურ კამპანიაში ხვევენ"- ნინო წილოსანი