გამოფენამ ევროპარლამენტში, სადაც ქრისტე გეების გარემოცვაშია ნაჩვენები, იტალიაში და პოლონეთში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია
პოლონეთში და იტალიაში დიდი ვნებათა ღელვა გამოიწვია გამოფენამ ევროპარლამენტში, სადაც იესო ქრისტე გეების გარემოცვაშია წარმოდგენილი. ქრისტეს მოციქულები მაზოხისტური მონების სახით არიან წარმოდგენილები.
გამოფება მემარცხენე პოლიტიკოსების ჯგუფმა წარმოადგინა, რომელშიც კომუნისტი და ულტრამემარცხენე ძალების შედგება. ნახატების ავტორია შვედი მხატვარი ელისაბედ ოლსონი.
„ეს არის მკრეხელობა, შეუძლებელია ევროპაში ქრისტიანულ ფესვებზე საუბარი, როდესაც ბრიუსელის დაწესებულებები ლგბტ-იესოს გამოფენას მხარს უჭერენ. ქრისტიანების წინააღმდეგ მსგავსი პროვოკაციები სიახლეს არ წარმოადგენს, როდესაც ასეთი უგემოვნო რამეები ხელოვნების ნიმუშებად ასაღებენ, ევროპარლამენტში ასეთი შეურაცხმყოფელი გამოფენის ჩატარება ძალზე უადგილოა.
ეს გადაწყვეტილება შვედეთის წარმომადგენლებმა მიიღეს, რომელიც ახლა ევროპულ საბჭოში თავმჯდომარე ქვეყანაა,“- წერს გამოცემა news.italy24.
გამოცემის ინფორმაციით, ნახატის ავტორი ელისაბედ ოლსონი მსგავსი პროვოკაციებით ადრეც იყო ცნობილი, კერძოდ მან 1998 წელს Ecce Homo შვედეთის ერთ წერთ ტაძარში დადგა.
იტალიური გამოცემა წერს, რომ სამხატვრო ხელოვნების თავისუფლების პატივისცემის მიუხედავად, ევროპარლამენტი ნამდვილად არ არის ის ადგილი, სადაც მკრეხელური და შეურაცხმყოფელი ნახატების გამოფენები უნდა იყოს წარმოდგენილი.
სიახლეები
- სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
- "იმ პოლიციელებმა, სპეცრაზმელებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების მიმართ ძალადობაში, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია"
- "რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის დასრულება აირჩია" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"