უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომს 262 სპორტსმენის სიცოცხლე ემსხვერპლა
უკრაინის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრის ვადიმ ჰუტსაიტის განცხადებით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომს262 სპორტსმენის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მისივე თქმით, რუსეთმა უკრაინაში 363 სპორტული ობიექტი გაანადგურა.
"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სპორტულ შეჯიბრებებსა და ოლიმპიურ თამაშებზე რუსი სპორტსმენები არ იღებენ მონაწილეობას, რადგან ისინი მხარს უჭერენ ამ ომს და ესწრებიან ამ ომის მხარდამჭერ ღონისძიებებს“, - აღნიშნა უკრაინელმა მინისტრმა.
ჰუტსაიტის თქმითვე, რუსი სპორტსმენები ატარებენ ფორმებს, რომელზეც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის სიმბოლოებია გამოსახული და ამასთან, არ გმობენ უკრაინელი სპორტსმენების მკვლელობებს.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს