როგორ ეხმაურებიან წამყვანი თურქული გამოცემები ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებას
საქართველომ თურქეთს დახმარების ხელი გაუწოდა და სტიქიის ზონაში სამაშველო ჯგუფებს აგზავნის.
როგორც ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, 60 მეხანძრე-მაშველი თურქეთში, სტიქიის ადგილას უკვე გაემგზავრა. ისინი სამძებრო სამუშაოებში აქტიურად ჩაერთვებიან.- წერს თურქული პრესა.
წამყვანი თურქული მედია საშუალებები, ასევე აქტიურად აშუქებენ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გამოხმაურებას, სადაც ის უდიდეს თანაგრძნობას გამოხატავს თურქი ხალხის და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობისადმი ქაჰრამანმარაშში გამანადგურებელი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა გამო და დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს.
„ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ ტვიტერში წერს, რომ საქართველო დგას თურქი ხალხის გვერდით და მზად არის აღმოუჩინოს მათ ნებისმიერი საჭირო დახმარება,"- წერს თურქული მედია.
სიახლეები
- "10 წლის წინ „ქართულმა ოცნებამ“ დაპირება გასცა, რომ წყალტუბოში 5-ვარსკვლავიან სასტუმროს გააკეთებდნენ, თუმცა აქ კვლავაც „ქოცური“ ნანგრევებია" - გრიგოლ გეგელია
- რა დათმობაზე შეიძლება წავიდეს პუტინი - “თუ მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა, ეს ტრამპისთვის პოლიტიკურად დამღუპველი იქნება”
- "პუტინი ჭკვიანი კაცია, კარგად ვუგებთ ერთმანეთს, შეიძლება, შეხვედრაზე რაღაცას მივაღწიოთ" - დონალდ ტრამპი
- "ის, რომ ლაზარე გრიგორიადისის შემდეგ, კიდევ ვიღაცამ გაბედა „მოლოტოვის კოქტეილის“ ხელში აღება, სრულად ბრიუსელის სინდისზეა" - შალვა პაპუაშვილი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 აგვისტოსთვის